საერთაშორისო დასახელება:

BICLOTYMOL; PHENYLEPHRINE; CHLORPHENAMINE

მწარმოებელი: LABORATOIRES DOMS ADRIAN, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ბიკლოტიმოლი+ფენილეფრინი+ქლორფენამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული, ანტიალერგიული კომბინირებული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ბიკლოტიმოლი ………………………….     30 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი …….  10 მგ

ქლორფენამინის მალეატი …………….      2 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰექსაპნევმინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს.

ბიკლოტიმოლი-ფენოლის წარმოებულია, რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება.

ფენილეფრინი-ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს.

ქლოფენამინის მალეატი H1-ჰისტამინო-რეცეპტორების ბლოკატორია, ახასიათებს ანტიალერგიული, ატროპინის მსგავსი და სედატიური მოქმედება.

ჩვენებები:

  • მწვავე რინოფარინგიტი (სიმპტომური მკურნალობა).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები: 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში;

მოზარდები 15 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ქლორფენამინთან დაკავშირებული: დღისით ძილიანობა, პირის სიმშრალე, ბრონქული სეკრეტის გასქელება, აკომოდაციის დარღვევა, ყაბზობა, შარდის შეკავება, ცნობიერების დაბინდვა, ან აღგზნება ხანდაზმულ ავადმყოფებში.

უკუჩვენებები:

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* შარდის შეკავების მომატებული რისკით მიმდინარე წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და სხვა დაავადებები;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჰექსაპნევმინის ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება მის ნაყოფზე ან ჩვილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

◄ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სპორტსმენებში ჰექსაპნევმინით ჩატარებული დოპინგის საწინააღმდეგო კონტროლი იძლევა დადებით შედეგებს.

◄ ჰექსაპნევმინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ იგი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებსა და იმ პირებს, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

◄ მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპერტენზია, ბრადიკარდია, დელირიუმი, ჰალუცინაციები (ფენილეფრინით განპირობებული), დეპრესია, კომა, აღგზნება, კრუნჩხვები, იშვიათად – ცხელება, კანის ჰიპერემია (გამოწვეული ქლორფენამინით).

მკურნალობა: სიმპტომურია. საჭიროებისას იყენებენ კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებებს, ხელოვნურ სუნთქვას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ჰექსაპნევმინის კომბინაციით საძილე და სანარკოზო საშუალებებთან ძლიერდება ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედება.

– ჰექსაპნევმინის დანიშვნით ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზინის რიგის ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან, დიზოპირამიდულ წარმოებულებთან ერთად ადგილი აქვს ატროპინის მსგავსი მოქმედების პოტენცირებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები