ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიდროქსიზინი წარმოადგენს ანქსიოლიზურ და სედატიურ საშუალებას, H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს. პრეპარატი ხასიათდება აგრეთვე მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობით და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტით.

ჩვენებები

  • აგზნებით, ემოციური დაძაბულობით, მოუსვენრობით მიმდინარე ნევროზი და ნევროზული მდგომარეობა;
  • აგზნებით მიმდინარე ცნს-ის ორგანული დაზიანებები;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომი; პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციების ჩატარების წინ;
  • ღებინების პროფილაქტიკა და კუპირება ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
  • კანის ქავილი.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის ერთჯერადი დოზა მოზრდილებში მისი პერორალურად მიღებისას მერყეობს 25 მგ-დან 100 მგ-მდე; მიღების ინტენსივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და შეადგენს 1-4 მიღებას დღეში.

სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად ჰიდროქსიზინის ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში 50-100 მგ დოზით, შემდგომში შესაძლებელია პრეპარატის 4-6 სთ-იანი ინტერვალით შეყვანა.

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა, ტრემორი, კრუნჩხვები, პირის სიმშრალე.

უკუჩვენებები

* ჰიდროქსიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* პორფირია, ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

♦  ჰიდროქსიზინი აძლიერებს ალკოჰოლის, ტკივილგამაყუჩებელი, ანქსიოლიზური საშუალებების, ბარბიტურატების მოქმედების ეფექტს.

♦  ჰიდროქსიზინის კანქვეშა ინექციების დროს შესაძლებელია ქსოვილთა დაზიანება, ხოლო ვენაში შეყვანისას – ჰემოლიზი.

Facebook კომენტარები