საერთაშორისო დასახელება:

LOSARTAN; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ლოზარტანი+ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 13 და 28 ც.

1 ტაბ.

ლოზარტან კალიუმი ………..          50 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი …………  12.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰიზაარი წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის ლოზარტან კალიუმის მარილი – ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტი (ტიპი AT1) და ზომიერი ეფექტის მქონე დიურეზულ-სალურეზული საშუალება – ჰიდროქლოროთიაზიდი.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია (იმ შემთხვევაში, როდესაც კომბინირებული მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია).

მიღების წესი და დოზირება:

ჰიზაარის საშუალო საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბ-ს (ლოზარტან კალიუმის მარილი 50 მგ და ჰიდროქლოროთიაზიდი 12.5 მგ).

იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დოზით მკურნალობისას ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი, ჰიზაარის დოზას ზრდიან 2 ტაბ-მდე ერთხელ დღეში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბ-ს. ძირითადი მაქსიმალური ჰიპოტენზური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან კვირის განმავლობაში.

ჰიზაარის მიღება შესაძლებელია საკვებისაგან დამოუკიდებლად სხვა ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან ერთად. ხანდაზმული ასაკი არ წარმოადგენს პრეპარატის საწყისი დოზის შეცვლის აუცილებლობას.

გვერდითი მოვლენები:

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთ-ერთ გვერდით მოვლენას წარმოადგენს თავბრუსხვევა, რომელიც ჰიზაარის მიღების შემდეგ უფრო ხშირია, ვიდრე პლაცებოს მიღების დროს და შეადგენს შემთხვევათა 1% და მეტს.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ავადმყოფებს ჰიზაარით მკურნალობის დროს აღენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების და/ან ენის შეშუპების ჩათვლით).

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: იშვიათად – ჰიპერკალიემია (კალიუმის რაოდენობა შრატში 5.5 მექვ/ლ-ში აღენიშნებათ პაციენტების 0.7%-ს); მიუხედავად ამისა აღნიშნული მაჩვენებელი არ წარმოადგენს ჰიზაარით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს.

ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება აღინიშნება იშვიათად და ძირითადად ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ჰიზაარის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ანურია;

* მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების ჯგუფის სხვა წარმოებულების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნაყოფის თირკმელების პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინის სისტემის განვითარებაზე იწყება ორსულობის II ტრიმესტრიდან. პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ რენინ

-ანგიოტენზინის სისტემაზე ორსულობის II და III ტრიმესტრში იწვევენ ნაყოფის დაზიანებას და სიკვდილს. ამიტომ ორსულობის დროს საჭიროა ჰიზაარით მკურნალობა შეწყდეს.

თიაზიდები გაივლიან პლაცენტურ ბარიერს და მათი აღმოჩენა შესაძლებელია ჭიპლარში.

შედარებით ჯანმრთელ ქალებში დიურეზული საშუალებების გამოყენება რეკომენდებული არ არის. ვინაიდან ამ დროს იზრდება ახალშობილთა თანდაყოლილი სიყვითლით, თრმბოციტოპენიის და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

დიურეზული საშუალებებით მკურნალობის შედეგად ვითარდება ორსულთა ტოქსიკოზი.

ჰიდროქლორთიაზიდი გადადის დედის რძეში და იწვევს არასასურველ რეაქციებს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ჰიზაარის დანიშვის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ჰიზაარი არ ინიშნება ჰიპოვოლემიის დროს (მაგ. იმ პაციენტებში, რომლებიც მაღალ დოზებში იღებენ დიურეზულ საშუალებებს).

◄ ღვიძლისა და/ან თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის (კრეატინინის კლირენსი მცირეა ან ტოლია 30 მლ/წთ-ში);

◄ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პირებს, ვინაიდან რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები ზრდიან სისხლში შარდოვანას და პლაზმაში კრეატინინის მაჩვენებლებს. თუმცა აღნიშნული მოვლენები ჰიზაარით მკურნალობის დროს არ იქნა რეგისტრირებული ამ რეაქციას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობის დროს.

◄ ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზული საშუალებებით მკურნალობისას, ჰიზაარით მკურნალობის დროს ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა.

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებისადმი მომატებული რისკის მქონე პაციენტები (ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის დაქვეითება ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია და ჰიპოკალიემია, რომლებიც ვითარდება დიარეის ან ღებინების შედეგად), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ დროს, მკურნალობის პროცესში აუცილებელია ელექტროლიტების მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი.

ჰიზაარის შემადგენლობაში მყოფმა ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი მოვლენები:

– გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, რაც ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექციას მოითხოვს ინსულინის პრეპარატების ჩათვლით;

– შარდში კალციუმის ექსკრეციის დაქვეითება და კალციუმის უმნიშვნელო გარდამავალ მომატება პლაზმაში.

– ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების რაოდენობის მომატება;

ზოგიერთ შემთხვევებში ადგილი აქვს ჰიპერურიკემიას და/ან პოდაგრის პროვოცირებას.

◄ ჰიზაარი აქვეითებს შარდმჟავას რაოდენობას, რის გამოც მისი კომბინაცია ჰიდროქლოროთიაზთან ამცირებს დიურეზული საშუალებებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.

◄ ჰიზაარით მკურნალობის შედეგად გამოწვეული მკვეთრად გამოხატული ჰიპერკალციემია, შესაძლებელია იყოს ფარული ჰიპერპარათირეოიდიზმის გამოვლინება.

◄ პარათირეოდიული ჯირკვლების დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ჰიზაარით  მკურნალობა შეწყდეს. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შესწავლილი არ არის.

◄ ჰიზაარის ეფექტურობას და უსაფრთხოებას შორის სარწმუნო განსხვავებები ხანდაზმულ ავადმყოფებში (65 წლის ასაკის ზემოთ) და შედარებით ახალგაზრდებში (65 წლის ასაკამდე) აღწერილი არ არის.

◄ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციას, შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატისადმი ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის შესწავლის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მონაცემები ჰიზაარის ჭარბი დოზირების შესახებ მცირეა; შედარებით ხშირად აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია, აგრეთვე შესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება, რომელიც ვითარდება პარასიმპათიკური (ვაგუსის) სტიმულაციის შედეგად. ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბების შედარებით დამახასიათებელ გამოვლენას წარმოადგენს ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის სიმპტომები (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია), აგრეთვე დეჰიდრატაცია, რომელიც გაძლიერებული დიურეზის შედეგია.

ჰიზაარის და საგულე გლიკოზიდების ერთდროული დანიშვნა ხელს უწყობს არითმიის განვითარებას.

მკურნალობა: ავადმყოფებს უტარდებათ სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (თუ პრეპარატი ცოტა ხნის წინათ იქნა მიღებული), სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ჰიზაარით მკურნალობის შეწყვეტა და ავადმყოფის ხანგრძლივი კონტროლი.

არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

ჰიზაარის და მისი აქტიური მეტაბოლიტების გამოდევნა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით არ არის შესაძლებელი.

არ არის დადგენილი, ჰიდროქლოროთიაზიდის რა რაოდენობის გამოდევნა შეიძლება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კლინიკური ნიშნების მიხედვით რაიმე განსაკუთრებულ ურთიერთქმედებას ჰიზაარში შემავალი ლოზარტან კალიუმის მარილსა და დიგოქსინს, ვარფარინს, ციმეტიდინს და ფენობარბიტალს შორის ადგილი არა აქვს.

– ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული დანიშვნით ბარბიტურატებთან, ოპიოდურ ანალგეტიკებთან, ეთანოლთან შესაძლებელია ორთოსტატული ჰიპოტენზიის პოტენცირება.

– პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან და ინსულინთან კომბინირებისას – საჭირო ხდება ამ უკანასკნელის დოზის კორექცია. სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან – შესაძლებელია ადიტიური ეფექტი; ქოლესტირამინთან და ქოლესტიპოლთან კომბინირებისას – შესაძლებელია ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვის დარღვევა. ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ერთჯერადი მიღებით შესაძლებელია შესაბმისად 85% და 43%-ით შემცირდეს ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

– ჰიდროქლოროთიაზიდის და კორტიკოსტეროიდების, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ერთდროული მიღებით შესაძლებელია ელექტროლიტების ძლიერი დაკარგვა, ჰიპოკალიემიის გაძლიერება;

– პრესორულ ამინებთან კომბინირებისას (მაგ. ეპინეფრინთან) – მოსალოდნელია პრესორული ამინების ეფექტის უმნიშვნელო შემცირება;

– არადეპოლარიზაციულ მიორელაქსანტებთან (მაგ. ტუბოკურარინთან) კომბინირებისას – შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათი მოქმედების გაძლიერებას.

– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად მიღებისას – ზოგიერთ შემთხვევაში – შესაძლებელია დიურეზული, ანტიდიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება.

– ჰიზაარის დანიშვნა ლითიუმის პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის. ვინაიდან დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის რენულ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის მიერ გამოწვეული ინტოქსიკაციის რისკს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები