მწარმოებელი: MERCKLE, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შიგნით მისაღები წვეთები: ფლაკონში 30 მლ და 100 მლ

შემადგენლობა:

100 მლ შეიცავს

Escherichia coli DSM 4087 ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების არაჩანასახოვანი წყლიანი სუბსტრატი – 24.9481 გ

Streptococcus faecalis DSM 4086  ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების არაჩანასახოვანი წყლიანი სუბსტრატი – 12.4741 გ

Lactobacillus acidophilus DSM 4149 ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების არაჩანასახოვანი წყლიანი სუბსტრატი – 12.4741 გ

Lactobacillus helveticus DSM 4138  ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების არაჩანასახოვანი წყლიანი სუბსტრატი – 49.8960 გ

დამხმარე საშუალებები:

მჟავე ფოსფორმჟავა ნატრიუმი – x -7H2O 1.1385 გ

მჟვავე ფოსფორმჟავა კალიუმი –  1.2420 გ

ფოსფორმჟავა-85% – 0.3520 გ

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი – 0.340 გ

კალიუმის სორბატი – 0.1135 გ

რძის მჟავა-90% – 37500 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰილაკ-ფორტე წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის, pH-ის და ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზებას, ამავე დროს ასტიმულირებს ნაწლავის კედელში არსებული ეპითელური უჯრედების სინთეზს.

ნაწლავების ბუნებრივი მიკროფლორის აქტივობის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს ისეთი ენდოგენური ფაქტორები, როგორიცაა: ანტიბიოტიკებით მკურნალობა, სხივური თერაპია, კუჭზე ოპერაცია, აგრეთვე არასრულფასოვანი კვება და გარკვეული მიზეზების გამო პათოგენური მიკროორგანიზმების შესაძლო მნიშვნელოვანი გამრავლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილი აქვს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: ეპიგასტრიუმის მიდამოში სიმძიმის შეგრძნება, მეტეორიზმი, დიარეა ან ყაბზობა.

ჰილაკ-ფორტეს შემადგენლობაში არსებული ბიოსინთეზური რძის მჟავა და მისი ბუფერული მარილები არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მჟავიანობას, რომელიც ყოველთვის მუდმივია. იმის და მიუხედავად, აწუხებს თუ არა პაციენტს მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა.

პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი მრავალი ნაწლავური მიკრობებით (რძის მჟავას მაპროდუცირებელი, აგრეთვე წვრილი და მსხვილი ნაწლავების გრამდადებითი და გრამუარყოფითი სიმბიონტებით) შესაძლებელია ნაწლავების ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნება და მისი ნორმალური ფლორის აღდგენა.

პრეპარატის შემადგენლობაში არსებული მოკლე ჯაჭვის მქონე აქროლადი ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული დაზიანებული ნაწლავური არის არა მარტო პროფილაქტიკას, არამედ მის აღდგენას. აგრეთვე ხელს უწყობეს წყლისა და მნიშვნელოვანი ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი) შეწოვის პროცესს.

პრეპარატის მოქმედება სალმონელების სწრაფად გამოყოფის პროცესზე ჩვილ ბავშვებში სალმონელური ენტერიტის შემდეგ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პრეპარატი ხელს უწყობს სალმონელების მიმართ ანტაგონისტური ეფექტის მქონე აციდოფილური ანაერობული ნაწლავური ფლორის ზრდას.

ჩვენებები:

  • წვრილი და მსხვილი ნაწლავების ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა (ანტიბიოტიკებით ან სულფანილამიდური პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში და მისი შემდგომი, სხივური თერაპიით მკურნალობა);
  • საკვების არასრული მონელების სინდრომი, დისპეფსია;
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • გასტროენტერიტი, კოლიტი, ხანდაზმულთა ნაწლავების სინდრომი (ქრონიკული, ატროფიული გასტროენტერიტი);
  • გარემო პირობების შეცვლის შედეგად გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (თბილ ქვეყნებში მოგზაურობა);
  • ჰიპო- და ანტაციდური მდგომარეობა, მათ შორის ორსულობის დროს;
  • ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ენტეროგენული დაავადებები;
  • კანის ალერგიული დაავადებები (ურტიკარია, ენდოგენური ქრონიკული ეგზემა);
  • სალმონელოზის მატარებელთა მკურნალობის დასრულება რეკონვალესცენციის პერიოდში (მათ შორის ჩვილ ბავშვებში).

მიღების წესი და დოზირება:

ჰილაკ-ფორტეს წვეთები ინიშნება პერორალურად, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (რძის გარდა).

მოზრდილებში – 40-60 წვეთი პერორალურად 3-ჯერ დღეში.

ბავშვებში – 20-40 წვეთი პერორალურად 3-ჯერ დღეში.

ახალშობილებში – 15-30 წვეთი პერორალურად 3-ჯერ დღეში.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საჭიროა სადღეღამისო დოზის განახევრება.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიმართ კარგი ტოლერანტობით ხასიათდებიან ნებისმიერი ასაკის პაციენტები.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენებების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღება რძით ან მის პროდუქტებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება:

ამ დროს რაიმე სპეციალური ღონისძიების ჩატარება, გარდა ჩვეულებრივი სამედიცინო დაკვირვებისა, საჭირო არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტაციდური პრეპარატების ზემოქმედებით შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძის მჟავას ნეიტრალიზაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 100C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

Facebook კომენტარები