მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ენდოკრინოლოგიური დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

Senecio fuchsii D6  ………………………………..

5მლ

Acidum nitricum D4  ………………………………

5მლ

Erigeron canadensis D3  …………………………

5მლ

Moschus D6  ……………………………………….

5მლ

Viburnum opulus D3  ……………………………..

5მლ

Pulsatilla D4  ……………………………………….

5მლ

Sepia D6  ……………………………………………

5მლ

Cyclamen D4  ………………………………………

5მლ

Ignatia D6  …………………………………………

5მლ

Thlaspi Bursa pastoris D3  ………………………

5მლ

Calcium carbonicum Hahnemanni D8  …………

10მლ

Aquilegia D4  ……………………………………….

10მლ

Cypripedium pubescens D8  …………………….

10მლ

Majorana D4  ……………………………………….

10მლ

Nux moschata D6  …………………………………

10მლ

Spiritus 35 vol%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

HORMEEL SN კომპლექსურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე, განსაკუთრებით ჰიპოფიზზე, შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე (სასქესო, ფარისებრ, თირკმელზედა ჯირკვლებზე) – ჰორმონთა მობილიზაციის გზით და აგრეთვე შემაერთებელ ქსოვილზე ზეგავლენით. ამგვარად, პრეპარატი ყველა იმ შემთხვევაშია ნაჩვენები, როდესაც ადგილი აქვს ჰორმონულ დარღვევებს.

HORMEEL SN -ის გამოყენება შეიძლება ნაადრევი მენსტრუაციის და სისხლდენის გაძლიერების მიზეზი გახდეს.

ჩვენებები:

  • მენსტრუალური ციკლის ფუნქციური დარღვევა, საკვერცხეებსა და ჰიპოფიზიის უკმარისობის გამოვლინება, ამენორეა, დისმენორეა.
  • ზოგადად ენდოკრინული სისტემის ფუნქციის რეგულაცია, როგორც დამხმარე საშუალება უშვილობის და მუცლის ხშირი მოშლის შემთხვევაში, ადნექსიტების საკვერცხეების და ფალოპის მილების ანთების, პარა-, მიო- და ენდომეტრიტის, კოლპიტის, თეთრად შლის, კრაუროზის, შარდის ბუშტის ანთების, კანის სხვადასხვა დაავადებების (ნეიროდერმიტი, ფერიმჭამელები და ა.შ.) ლორწოვანი გარსის დაავადებების (რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ხმის იოგების მოდუნების – რძიანას დროს, აფტების), ჩიყვის, ჰიპერთირეოზის დროს;
  • აგრეთვე ნეიროვეგეტატური და ფსიქოსომატური დარღვევები (შაკიკი, დეპრესია, ნიმფომანია), კლიმაქსურ პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი დღეში 3-ჯერ.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით, წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დახურეთ გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები