დაჯგუფებული დასახელება : აფრიკული ქლიავის ქერქის ექსტრაქტი

წამლის ფორმა : კაფსულები

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:

აფრიკული ქლიავის ქერქის ექსტრაქტი – 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

არაქისის ზეთი – 150 მგ

კაფსულის გარსი : ჟელატინი – 89 მგ , გლიცეროლი – 38 მგ , ტიტანის დიოქსიდი – 3.6 მგ , ნატრიუმის სპილენძი – ქლოროფილინი – 0.005 მგ .

აღწერილობა:

ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები №4 ზომის , რომლებიც შედგება ორი გრძივი ნახევარისაგან , რომელთაგან თითოეული გაუმჭვირვალე თეთრი / ღია – მწვანე ფერისაა . კაფსულების შიგთავსი ყავისფერ ზეთოვან სითხეს წარმოადგენს .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტადენანი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას . იგი ახდენს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას . მოქმედება განისაზღვრება ბ-FGF

(ფიბრობლასტების ზრდის ძირითადი ფაქტორი ) სტიმულირებულ ფიბრობლასტებზე ანტიპროლიფერაციული ზემოქმედებით. პრეპარატი აღმოფხვრავს და ამცირებს შარდვის ფუნქციურ დარღვევებს – დიზურიას , ნიქტურიას , პოლაკიურიას წინამდებარე ჯირკვლის დაავედებების დროს . ამცირებს ანთებით რეაქციას წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილებში და ხელს უწყობს მისი სეკრეციული აქტივობის გაძლიერებას ; ოპერაციული ჩარევის შემდეგ ამცირებს რეზიდუალური ქსოვილის რაოდენობას .

გამოყენების ჩვენებები:

შარდის გამომყოფი სისტემის ზომიერი ფუნქციური დარღვევების ( ხშირი შარდვა დღისით და ღამით, სუსტი ნაკადის , წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, ძალდატანებითი შარდვის მოთხოვნილება ) მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს . ადენომექტომიისა და პროსტატექტომიის შემდგომი მდგომარეობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ეს სამკურნალო საშუალება ქალებისთვის განკუთვნილი არ არის.

გამოყენების წესი და დოზები:

მიიღება შიგნით. 1 კაფსულა (50 მგ ) დღეში ორჯერ დილას და საღამოს ან 2 კაფსულა ერთჯერადად , სასურველია ჭამის წინ . სადღეღამისო დოზა 100 მგ – ს შეადგენს.

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 6 კვირას შეადგენს, და მისი გაზრდა 8 კვირამდე შეიძლება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განმეორებითი კურსის დანიშვნა.

გვერდითი ეფექტები:

იშვიათ შემთხვევებში – დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, უმადობა , ყაბზობა , დიარეა ; ალერგიული რეაქციები.

(ჭინჭრის ციება).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში – გინეკომასტია და ტკივილი ტესტიკულებში .

განსაკუთრებული მითითებები:

იმის გამო , რომ პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს , არსებობს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი .

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის რეგულარული კონტროლი , პერიოდული თითით რექტალური გამოკვლევის ჩათვლით , რათა გამოირიცხოს პროსტატის კიბო .

თერაპია “ტადენანით” არ გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას , თუ იგი აუცილებელია .

გამოშვების ფორმა:

კაფსულები 50 მგ .

10 კაფსულა პვქ / ალ ბლისტერში . 1, 2 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

30 კაფსულა პვქ / ალ ბლისტერში . 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი .

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

გაცემის პირობები

რეცეპტით .

მწარმოებელი:

ლაბორატორიები ფურნიე ს . ა . ( საფრანგეთი)

Facebook კომენტარები