მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტა-კაროტინი) ….

5000 სე

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)  …………………….

400 სე

ვიტამინი E (dIα-ტოკოფეროლის აცეტატი)  ……………..

30 სე

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ასკორბატი)

60 მგ

ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი)  ………………….

1.5 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)  …………………………….

1.7 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  ………..

2.0 მგ

ფოლიუმის მჟავა  …………………………………………..

400 მკგ

ნიაცინი (ნიაცინამიდი)  ……………………………………

20 მგ

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)  ………………………….

6.0 მკგ

პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოოტენატი) …

10 მგ

ბიოტინი  …………………………………………………….

40 მკგ

კალციუმი (დიკალციუმის ფოსფატი)  ………………………

65 მგ

რკინა (რკინის ფუმარატი)  …………………………………

18 მგ

ფოსფორი (დიკალციუმის ფოსფატი)  ………………………

48 მგ

იოდი (კალიუმის იოდიდი)  ………………………………..

150 მკგ

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი)  ……………………………..

25 მგ

თუთია (თუთიის ოქსიდი)  ………………………………….

10 მგ

სპილენძი (სპილენძის ოქსიდი)  ……………………………

2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი, სტეარინის მჟავა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ასპარტამი, მონო- და დიგლიცერიდები, კრემნიუმის დიოქსიდი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუფოსფატი, კროსკარმელოზური ნატრიუმის, ვაშლის მჟავა, ღვინის მჟავა, ასკორბილპალმიტატი, საღეჭი რეზინის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი ყვითელი №6 ლაქის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს პოლივიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ჩვენებები:

  • ჰიპო- და ავიტამინოზების, მინერალების ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 4 წლის ზევით.
  • იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა;
  • ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება გაციებისა და ინფექციური დაავადებების, გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების (მათ შორის რადიაციული წარმომავლობის) მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ბავშვებს 4 წლის ზევით ენიშნება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* A და D ჰიპერვიტამინოზი;

* 4 წლის ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

არ გადააჭარბოთ მითითებულ სადღეღამისო დოზას. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ მიიღოთ ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა რიბოფლავინის არსებობის გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები