მწარმოებელი: BITTNER

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ჰომეოპათური საშუალება, რომლის მოქმედება განპირობებულია პრეპარატში შემავალი კომპონენტებით.

ჩვენებები:

კომპლექსური მკურნალობა:

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ნაღველგამომტანი გზების დისკინეზია (ჰიპერ– და ჰიპომოტორული ტიპით).

დამხმარე მკურნალობა:
ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლისმიერი დისპეფსია, დუოდენო–გასტრალგიური რეფლუქსი, გასტროკარდიალური სინდრომი, დერმატოზი, დერმატიტი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 30წთ–ით ადრე ან ჭამიდან 1 სთ–ის შემდეგ.

მოზრდილები და მოზარდები – 10–20 წვეთი სუფთა სახით ან გახსნილი 1 სუფრის კოვზ სუფთა წყალში.

12 წლამდე ასაკი ბავშვებში: 5–7 წვეთი 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი; მწვავე შემთხვევაში მიღება შესაძლებელია ყოველ 0.5–1 სთ–ში მოზარდებში და მოზრდილებში – 8–10 წვეთი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 3–5 წვეთი, მაგრამ არა უმეტეს 8–ჯერ დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, შემდეგ მიღება გრძელდება 3–ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციისასა მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

Facebook კომენტარები