მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ლიმფის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.
Myosotis arvensis D3 …………….. | 15 მგ |
Veronica officinalis D3 ………….. | 15 მგ |
Teucrium scorodonia D3 ……….. | 15 მგ |
Pinus sylvestris D4 ………………. | 15 მგ |
Gentiana lutea D5 ……………….. | 15 მგ |
Equisetum hiemale D4 ………….. | 15 მგ |
Sarsaparilla D6 …………………… | 15 მგ |
Scrophularia nodosa D3 ………… | 15 მგ |
Juglans regia D3 …………………. | 15 მგ |
Calcium phosphoricum D12 …….. | 15 მგ |
Natrium sulfuricum D4 …………… | 15 მგ |
Fumaria officinalis D4 ……………. | 15 მგ |
Levothyroxin D12 …………………. | 15 მგ |
Araneus diadematus D6 …………. | 15 მგ |
Geranium robertianum D4 ……… | 30 მგ |
Nasturtium aquaticum D4 ………. | 30 მგ |
Ferrum jodatum D12 …………….. | 30 მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს სადეზინტოქსიკაციო და სადრენაჟო საშუალებას და ხელს უწყობს მეზენქიმიდან შლაკების გამოდევნას ღვიძლის დაავადებების დროს და პრეკანცეროზების და სიმსივნეების შემთხვევაში.
ჩვენებები:
- ლიმფატიზმი, ლიმფური ორგანოების პათოლოგიური, ექსუდაციური და ლიმფატიური დიათეზი, ლიმფური კვანძების გადიდება, სისუსტე, სკროფულოზი, ნუშურების ჰიპერტროფია, ქრონიკული ტონზილიტი;
- სომატიური და გონებრივი განვითარების დარღვევები, შეშუპებების და ინფექციებისადმი მიდრეკილება;
- ასევე, კარდიული და თირკმლისმიერი შეშუპებები (ნეფრიტი, ნეფროზი, სხვა ნეფროპათიები),
- ლიმფური სითხის მიმოქცევის დარღვევა ოპერაციის ან ტრამვის შემდგომ პერიოდში (ლიმფატიური შეშუპებები);
- ნეიროდერმიტები, ეგზემები, ენდოგენური დერმატოზები.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები:
* ფარისებური ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.