საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE MONONITRATE

მწარმოებელი: HEINRICH MACK

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდ-მონონიტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 5 ც.

1 ტაბ.

იზოსორბიდ-5-მონონიტრატი ……..        20 მგ

1 ტაბ.

იზოსორბიდ-5-მონონიტრატი ………..     40 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მონო მაკი უპირატესად იწვევს პერიფერიული ვენების და ნაკლებად რეზისტიული სისხლძარღვების (არტერიოლების) დილატაციას, როგორც აზოტის ოქსიდის დონატორი და აქვეითებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას. პრეპარატი ხელს უწყობს კორონარულ სისხლძარღვებში სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებას, გულზე პრე- და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე. იგი აქვეითებს მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნილებას და ამცირებს ჰიპოქსიის მოვლენებს.

ჩვენებები:

  • სტენოკარდიის პროფილაქტიკა და ხანგრძლივი მკურნალობა;
  • გულის უკმარისობის მკურნალობა გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ვაზოდილატატორებთან კომბინაციაში;
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

მონო მაკი 20 მგ: ინიშნება თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში,  იშვიათად ორ-ორი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

მონო მაკი 40 მგ: 1 ტაბლეტი ერთეხლ დღეში, ან 1/2 ტაბ. 2-ჯერ დღეში. იშვიათად 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში.

ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

მონო-მაკი 20 მგ. სრული ეფექტისთვის -2 ტაბ.  2-ჯერ დღეში. მისი მიღებისას უნდა იყოს დაცული 8 საათიანი ინტერვალი.

მონო მაკი 40 მგ. სრული ეფექტისთვის -1 ტაბ. 3-ჯერ დღეში. მისი მიღებისას უნდა იყოს დაცული 8 საათიანი ინტერვალი.

შესაძლებელია პრეპარატის მზარდი დოზებით დანიშვნა.

მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

– თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

– წამლის პირველ მიღებას შეიძლება თან ახლდეს ჰიპოტენზია, ორთოსტატული კომპენსატორული ტაქიკარდია, ძილიანობა, სისუსტე.

–  იშვიათად ვითარდება გულისრევა, ღებინება, ალერგია, სიწითლე.

– იშვიათად კოლაპტოიდური მდგომარეობა ბრადიარითმიით და გულის წასვლით.

– აღწერილია ექსფოლიატური დერმატიტი.

– შესაძლებელია შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარება, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინტერვალის დაცვა მიღებებს შორის.

უკუჩვენებები:

*ნიტრატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

* სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლა (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი);

* კარდიოგენული შოკი;

* გამოხატული ჰიპოტენზია;

* დახურულკუნთოვანი გლაუკომა;

*სილდენაფილთან (ვიაგრა) ერთად დანიშვნა იწვევს მკვეთრ ჰიპოტენზიას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ცხოველებზე დაკვირვებით პრეპარატის ემბრიოტოქსიკურობა არ იქნა დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით მიიღება:

* ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის, კონსტრიქციული პერიკარდიტის და პერიკარდის ტამპონადის დროს.

* მწვავე ინფარქტისას განვითარებული მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს (სისტოლური წნევა არანაკლებ 90 მმ ვწყ.სვ.).

* აორტული ან მიტრალური სტენოზის შემთხვევაში.

* დაბალი წნევით გამოწვეული სისხლმიმოქცევის რეგულაციის მოშლისას.

* ქალასშიდა წნევის მომატებით მიმდინარე დაავადებების დროს.

* მონო მაკი არ გამოიყენება მწვავე ინფარქტის და სტენოკარდიის დროს.

* პრეპარატი ამცირებს რეაქციის სისწრაფეს მძღოლებში, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღებისას, რაც უარყოფითად მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

* მონო მაკის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია სისხლის შედარებითი გადანაწილების გამო ფილტვის ნაკლებად ვენტილირებულ არეებში, რაც ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების გამწვავებას.

* გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

* მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:

იგი ვლინდება ჰიპოტენზიით, ტაქიკარდიით, სისუსტით, თავბრუსხვევით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ვაზოდილატატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, β-ადრენობლოკატორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ვიაგრასთან ერთად პრეპარატის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს  ჰიპოტენზია, ისევე როგორც ალკოჰოლთან მისმა კომბინირებამ.

– დიჰიდროერგოტამინთან მისი კომბინირებისას ძლიერდება დიჰიდროერგოტამინის ეფექტი, ადგილი აქვს წნევის ცვლილებას და მონო მაკის ანტიანგინალური ეფექტის შემცირებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები