საერთაშორისო დასახელება: TIMOLOL

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: თიმოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორი.

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.5%: ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ.

1 მლ

თიმოლოლის მალეატი …………..   6.83 მგ,

რაც შეესაბამება თიმოლოლის შემცველობას 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი ნატრიუმი ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ჩვენებები:

  • თვალშიგა წნევის მომატება (თვალის ჰიპერტენზია);
  • ღია კუთხიანი გლაუკომა;
  • გლაუკომა აფაკიურ თვალზე და მეორადი გლაუკომის სხვა სახეები;
  • დამატებითი საშუალების სახით თვალშიგა წნევის დასაწევად დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს (მიოზურ საშუალებებთან კომბინაციაში);
  • თანდაყოლილი გლაუკომა (როდესაც სხვა თერაპიული ზომები არასაკმარისია).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 0.5% ხსნარის 1 წვეთს, რომელიც მიიღება დღეში 2-ჯერ.

ვინაიდან თვალშიგა წნევის სტაბილიზაცია თიმოლოლის მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება, მკურნალობის ეფექტის შეფასება ხდება 4 კვირის შემდეგ.

იმ პაციენტის თიმოლოლით მკურნალობაზე გადაყვანა, რომელიც ადრე გადიოდა ადგილობრივ თერაპიას სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებით, ხდება ამ უკანასკნელის სადღეღამოსო დოზის მიღებიდან მომდევნო დღეს –  0.5% პრეპარატის 1 წვეთამდე დღეში 2-ჯერ.

ადგილობრივი გამოყენების იმ გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებით მონოთერაპიისას, რომელიც არ მიეკუთვნება ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს, პირველი დღეების განმავლობაში ხდება დამატებით თიმოლოლის 0.5% ხსნარის 1 წვეთის დანიშვნა დღეში 2-ჯერ დაზიანებულ თვალში. მომდევნო დღეს ადრე გამოყენებული გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება წყდება და გრძელდება მკურნალობა თიმოლოლით.

გვერდითი მოვლენები:

სისტემური რეაქციები იშვიათად ვლინდება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

ბრადიკარდია, ბრადიარითმია, არტერიულ წნევის დაწევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, კოლაფსი.

ადგილობრივი რეაქციები:

კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია, ცრემლდენა, სინათლის შიში, ეპითელიუმის შეშუპება და რქოვანას ჰიპერემია, დიპლოპია.

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ბრონქოსპაზმი, ფილტვის უკმარისობა, ქოშინი;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

ალერგიული რეაქციები:

ჭინჭრის ციება, ეგზემა.

უკუჩვენებები:

პრეპარატი ნორმატინი არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში),

* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;

* კარდიოგენული შოკი;

*  გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;

* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური ბრადიკარდია (წუთში 45-50 დარტყმაზე ნაკლები), სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

* რქოვანას დისტროფიული დაავადებები;

* ცხვირის ლორწოვანი გარსის მწვავე ალერგიული ანთება;

* ძუძუთი კვება;

* ადრეული საბავშვო ასაკი (დღენაკლი და ახალშობილი ბავშვები).

პრეპარატის გამოყენების შეზღუდვები:

* ფილტვების ემფიზემა, არაალერგიული ქრონიკული ბრონქიტი, ვაზომოტორული რინიტი, რეინოს დაავადება, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, აციდოზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, ჰიპერთირეოზი, მიასთენია, ხანდაზმული ასაკი, ორსულობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნორმატინის თვალის წვეთების გამოყენება ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ახალშობილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

* მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

* თუ პაციენტი ატარებს რბილ კონტაქტურ ლინზებს, ნორმატინის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც კონსერვანტი შეიძლება მოხვდეს კონტაქტურ ლინზებზე და არასასურველი ზემოქმედება მოახდინოს თვალის ქსოვილებზე.

* პრეპარატის ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები პაციენტმა უნდა მოიხსნას და კვლავ გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები