საერთაშორისო დასახელება:
L-Askorbic acid; DL-alpa-tocopheryl acetate
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: L-ასკორბინის მჟავა, DL-ალფა-ტოკოფეროლი
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ინგრედიენტები | 1 ტაბლეტი შეიცავს | % რსდ* 1 ტაბლეტში | 4 ტაბლეტი შეიცავს (მაქსიმალური რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა) | % რსდ* 4 ტაბლეტში |
ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) | 250 მგ | 312,5 | 1000 მგ | 1250 |
ვიტამინი E (DL-ალფა-ტოკოფეროლი) | 45 მგ (100 სე) | 375 | 180 მგ (400 სე) | 1500 |
*რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა
თვისებები:
პრემანოლ E შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას და ხელს უშლის ორსულებში სტრიების განვითარებას
ვიტამინი C ხელს უწყობს სისხლძარღვების, ძვლების, ხრტილის, ღრძილების, კანისა და კბილების ნორმალურ ფუნქციონირებას
ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ და წინა პერიოდში.* უფრო მეტიც, C ვიტამინი ხელს უწყობს ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და განაპირობებს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ამცირებს დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებას. ზრდის რკინის შეწოვას.
ვიტამინი C აღადგენს ვიტამინ E, რომელიც ახორციელებს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.
პრემანოლ E შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი E ზრდის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას, ამცირებს პლაცენტის აშრევების რისკს ორსულებში, ასტაბილურებს ჰორმონალურ ფონს ქალის ორგანიზმში
ჩვენება:
- პრემანოლ E საკვები დანამატი რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში როცა პაციენტის საკვებ რაციონში აღინიშნება ვიტამინი C და ვიტამინი E დეფიციტი
- იმუნური სისტემის ნორმალური ფონის შენარჩუნება
- ორსულობის დროს სტრიების განვითარების პროფილაქტიკა
- ორსულებში და მისი დაგეგმვისას ჰორმონალური ფონის რეგულირება
მიღების წესი და დოზირების მეთოდი :
2-4 ტაბლეტი დღეში
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა: 4 ტაბლეტი დღეში
განსაკუთრებული მითითებები:
დღიური დოზის გადაჭარბება არ არის რეკომენდირებული. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი.
სწრაფი ეფექტი მიიღწევა ვიტამინი C სადღეღამისო რეკომენდირებულ დოზაზე ყოველდღიურად 200 მგ გადაჭარბებითი მიღებით.
უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ პრეპარატი მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
შენახვის წესი:
საკვები დანამატები შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: # 60 ტაბლეტი.(27გ.)
მწარმოებელი: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი