მწარმოებელი: MUCOS PHARMA, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული თვისებების მქონე პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც., შეფუთვაში 2 ან 10 ბლისტერი.

1 ტაბ.

პანკრეატინი …………………..   100 მგ

პაპაინი  ………………………..    60 მგ

ბრომელაინი ………………….    45 მგ

ტრიფსინი     …………………    24 მგ

ქიმოტრიფსინი ………………     1 მგ

ამილაზა ……………………….    10 მგ

ლიპაზა ………………………..     10 მგ

რუტინი ……………………….      50 მგ

დამხმარე საშუალეები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, გაწმენდილი წყალი, კოლოიდური სილიკონი (დიოქსიდი), ტალკი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფერმენტები წარმოადგენენ ორგანიზმის ცხოველქმედების საფუძველს, ისინი მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა ბიოლოგიური პროცესის განხორციელებაში. ენზიმების აქტივობის დაქვეითება ხშირად იწვევს მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს.

ვობენზიმი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი მაღალაქტიური ენზიმების კომბინაციას. იგი შეიცავს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ფერმენტებს, რომლებიც მიღებულია ანანასისა და პაპაისაგან და ცხოველების კუჭქვეშა ჯირკვლიდან. ორგანიზმში მოხვედრისას, ენზიმები შეიწოვებიან წვრილ ნაწლავში ინტაქტური მოლეკულების რეზორბციის გზით, სადაც ისინი უკავშირდებიან სისხლის სატრანსპორტო ცილებს და ამგვარი ნაერთების სახით ხვდებიან სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ენზიმები თავიანთი აქტივობის რეალიზაციას ახდენენ იმუნომამოდულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზური შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიაგრეგაციული და მეორადი ანალგეზიური მოქმედების საშუალებით, ამასთან ენზიმები პათოლოგიურ პროცესზე მოქმედებენ კომპლექსურად.

ვობენზიმი დადებითად მოქმედებს ანთების მსვლელობაზე, ზღუდავს აუტოიმუნური და იმუნოპათოლოგიური პროცესების გამოვლენას. ამასთან ერთად, იგი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის მაჩვენებლებზე, ახორციელებს მონოციტი-მაკროფაგების ბუნებრივი კილერი უჯრედების სტიმულაციასა და ფუნქციური აქტივობის რეგულაციას, ასტიმულირებს სიმსივნის საწინაღმდეგო იმუნიტეტს, ციტოტოქსიკურ T-ლიმფოციტებს უჯრედების ფაგოციტურ აქტივობას.

ვობენზიმის მოქმედებით მცირდება მოცირკულირე იმუნური კომპლექსების რაოდენობა და ხდება იმუნური კომპლექსების მემბრანული დეპოზიტების გამოსვლა ქსოვილებიდან.

ვობენზიმი ამცირებს ინტერსტიციის ინფილტრაციას პლაზმური უჯრედებით, ხელს უწყობს ცილოვანი დეტრიტისა და ფიბრინის დეპოზიდების ელიმინაციას ანთების ზონიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური პროდუქტებისა და ნეკროზული ქსოვილების ლიზისს. აუმჯობესებს ჰემატომებისა და შეშუპების გაწოვას, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განვლადობის ნორმალიზირებას.

ვობენზიმი ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და თრმობოციტების აგრეგაციას. არეგულირებს:

სისხლის უჯრედების ადჰეზიას, აუმჯობესებს ერითროციტების დეფორმირებულობის უნარს მათი პლასტიურობის რეგულირებით, ახდენს ნორმალური დისკოციტების რიცხვის რეგულირებას, ამცირებს თრომბოციტების გააქტივებული ფორმების საერთო რაოდენობას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ამცირებს მიკროაგრეგატების საერთო რაოდენობას, და ამგვარად აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებსა და მიკროცირკულაციას, შესაბამისად ქსოვილების მომარაგებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ვობენზიმი ამცირებს ჰორმონული პრეპარატების მიღებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.

ვობენზიმის მეორადი ანალგეზიური თვისება მწვავე ანთებითი პროცესის ფაქტორებზე ზემოქმედების შედეგად ვლინდება.

ვობენზიმი აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ამცირებს ენდოგენური ქოლესტერინის სინთეზს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას, ამცირებს ათეროგენული ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შეწოვას.

ვობენზიმი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაციის მიღწევას სისხლის პლაზმასა და ანთების კერაში და ამ გზით ზრდის მათ გამოყენების ეფექტურობას იმავდროულად, მასში შემავალი ენზიმები ამცირებენ ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს.

ვობენზიმი არეგულირებს არასპეციფიკური დაცვის მექანიზმებს (ინტერფერონების გამომუშავება), და ამგვარად ავლენს ანტივირუსულ და ანტიმიკრობულ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • შემდეგი დაავადებების კომპლექსური თერაპია:

ანგიოლოგია: თრომბოფლებიტები, ზედაპირული ვენების პოსტტრომბოფლებიტური დაავადებისა და მწვავე თრომბოფლებიტების მკურნალობა, ქვემო კიდურების ენდარტერიტისა და მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის მკურნალობა, რეციდივული ფლებიტების პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება.

უროლოგია: შარდ-სასქესო ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ცისტიტი, ცისტოპიელიტი, პროსტატიტი. ინფექციები, შეშუპება.

გინეკოლოგია: ქრონიკული ინფექციები ადნექსიტი, ჰესტოზები, მასტოპათია. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გართულების გამოხატულებისა და სიხშირის შესამცირებლად.

კარდიოლოგია: მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად), გულის იშემიური დაავადება.

პულმონოლოგია: ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ანთება, სინუსიტი, ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, ბრონქული ასთმა.

გასტროენტეროლოგია: პანკრეტატი. ჰეპატიტი.

ნეფროლოგია: პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი.

ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური რეტინოაპათია, აუტოიიმუნური თირეოდიტი.

რევმატოლოგია: რევმატოდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ბეხტერევის დააავადება.

დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი, გამონაყარი ფერიმჭამელებით.

ქირურგია: ოპერაციის შემდგომი გართულებების (ანთება, თრომბოზი, შეშუპება) პროფილაქტიკა და მკურნალობა, შეხორცებითი დაავადებები, პოსტტრავმული და ლიმფური შეშუპება, პლასტიური და რეკონსტრუქციული ოპერაციები.

ტრავმატოლოგია: ტრავმები, მოტეხილობები, დისტორსია, ამოვარდნილობები, დაჟეჟილობები, ქრონიკული და პოსტტრავმული პროცესები, რბილი ქსოვილების ანთება, დამწვრობა, ტრავმები სპორტულ მედიცინაში.

ნევრლოგია: გაფანტული სკლეროზი.

პროფილაქტიკა: მიკროცირკულაციის დარღვევა, პოსტსტრესული დარღვევები, ადაპტაციური მექანიზმების მოშლა. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა, ჰორმონული კონტრაცეპცია. ქირურგიული ჩარევის დროს ინფექციური გართულებებისა და შეხორცებითი დაავადების პროფილაქტიკისათვის.

ვობნეზიმი რეკომენდებულია ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის. ქიმიო და სხივური თერაპიის ჩატარების დროს ინფექციური დაავადების პროფილაქტიკისა და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე ვირუსული ინფექციებისა და მათი გართულებების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

დაავადების აქტივობისა და სიმძიმის მიხედვით ვობენზიმი ინიშნება:

3-დან 10 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღების პირველ 3 დღეს რეკომენდებული დოზაა 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

დაავადების საშუალო სიმძიმის დროს ვიბენზიმი ინიშნება 5-7 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. 2 კვირის მანძილზე. შემდგომში დოზა უნდა შემცირდეს 3-5 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში, 2 კვირიანი კურსით.

დაავადების მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ვობენზიმი ინიშნება 7-10 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2-3 კვირის განმავლობაში, შემდგომში დოზა მცირდება 5 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2-3 თვეს შეადგენს.

ქრონიკული, ხანგრძლივი და მიმდინარე დაავადებების დროს ვობენზიმი ინიშნება ხანგრძლივი კურსების სახით 3-დან 6 თვემდე ან უფრო ხანგრძლივად.

ანტიბიოტიკების აქტივობის გაზრდისა და დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის მიზნით, ვობენზიმი უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკოთერაპიის მთელი კურსის განმავლობაში დოზით 5 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ანტიბიოტიკების კურსის შეწყვეტის შემდეგ, მიკროფლორის (ბიოცენოზი) აღსადგენად, ვობენზიმი ინიშნება 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 2 კვირის მანძილზე.

დამცავი თერაპიის სახით გამოყენებისას, ქიმიო და სხივური თერაპიის კურსის დროს, ვობენზიმი ინიშნება 3-5 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში თერაპიის კურსის დასრულებამდე ინფექციური გართულებების ასაცილებლად, ბაზისური თერაპიის ამტანობისა და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევაში ვობენზიმის დოზა შეადგენს 2-3 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსია 1.5 თვე, წელიწადში 2-3-ჯერ განმეორებით.

ტაბლეტების მიღება ხდება ჭამამდე 30 წუთით ადრე მაინც, დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობით წყალთან (200 მლ) ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ვობენზიმს პაციენტები კარგად იტანენ. უმრავლეს შემთხვევაში მისი გვერდითი მოქმედება არ იქნა გამოვლენილი მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი.

ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება განავლის კონსისტენციისა და სუნის ცვლილება, კანის გამონაყარი ჭინჭრის ციების სახით, რომლებიც შექცევადია დოზის შემცირებასთან ერთად.

სხვა გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

*ინფექციური პროცესის შემთხვევაში ვობენზიმი არ ცვლის ანტიბიოტიკებს, მაგრამ ზრდის მათ ეფექტურობას, რადგან ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმასა და ანთებით უბანში.

*ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის მიღებისათვის, მაგრამ ორსული ქალები პრეპარატს უნდა იღებდნენ ექიმის  მეთვალყურეობის ქვეშ.

*ანტიდოპინგური ცენტრის გამოკვლევების მაჩვენებლების მიხედვით, პრეპარატ ვობენზიმში  დოპინგური ნაერთები არ იქნა აღმოჩენილი.

*პრეპარატი არ ახდეს ნეგატიურ მოქმედებას ავტომობილის მართვაზე და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიური და ფიზიკური რეაქციის მაღალ სიჩქარეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვობენზიმის ერთდროული მიღებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, შეუთავსებლობის შემთხვევები არ იქნა გამოვლენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2.5 წელი.

Facebook კომენტარები