კოდერმო® 0.1% მალამო

Codermo®

ადგილობრივი გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერება: თითო მალამო შეიცავს 1მგ მომეტაზონ ფუროატს.
შემავსებლები: ჰექსილენ გლიკოლი, პროპილენ გლიკოლის სტეარატი, თეთრი ცვლილი, თეთრი ვაზელინი, დეიონიზირებული წყალი, ფოსფორ მჟავა.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
• შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
• დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად; არ გადასცეთ სხვებს.
• ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს აღნიშნული
პრეპარატით მკურნალობის შესახებ.
• დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ
რეკომენდირებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
1. რა არის კოდერმო® და რისთვის გამოიყენება
2. კოდერმოს® გამოყენებამდე
3. კოდერმოს® გამოყენების წესები
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. კოდერმოს® შენახვის პირობები
სათაურები მოცემულია.

1. რა არის კოდერმო® და რისთვის გამოიყენება
კოდერმო® 30 გრამი მალამოს სახით შევსებულია ტუბებში. იგი არის მოყვითალო-თეთრი, გაუმჭვირვალე მალამო ოდნავ დამახასიათებელი სუნით და ჰომოგენური ვიზუალით.
კოდერმო® არის კორტიზონის ტიპის ჰორმონალური პრეპარატი და გამოიყენება კანზე.
იგი მიეკუთვნება “ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდების” ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები დაიტანება კანის ზედაპირზე კანის გარკვეული პრობლემებით გამოწვეული სიწითლისა და ქავილის შესამცირებლად.
კოდერმო® გამოიყენება კანის ისეთი ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, გამღიზიანებლებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები და/ან კანის ისეთი ანთებითი დაავადებები, როგორიც არის ალერგიული დერმატიტი, რომელიც რეაგირებს მომეტაზონ ფუროატზე.
ფსორიაზი წარმოადგენს კანის დაავადებას, როდესაც იდაყვებზე, მუხლებზე, სკალპზე და სხეულის სხვა ადგილებზე წარმოიქმნება ქავილის გამომწვევი, ქერცლიანი, ვარდისფერი ლაქები. დერმატიტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კანი რეაგირებს გარე ფაქტორებზე (მაგ: სარეცხი საშუალებები), რაც იწვევს კანის სიწითლეს და ქავილს.
2. კოდერმოს® გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კოდერმო®
– თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მომეტაზონ ფუროატის, მოცემული პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის და სხვა ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მიმართ.
– ანთებითი ჭრილობები პირის არეში
– ვაქცინაციის შემდგომი კანის რეაქციები
– ჩუტყვავილა
– ჩვეულებრივი ჰერპესი
– კანის დაავადებები თვალების არეში
– კანის ზოგადი ანთებითი დაავადებები
– ვარდისფერი აკნე (კანის დაავადება, რომელიც ვრცელდება სახეზე)
– აკნე
– დერმატიტი პირის არეში
– გენიტალური ქავილი
– გამონაყარი საზარდულის არეში
– მკრეჭელი ლიქენი
– კანის სხვა ინფექციები
– ყველაზე გავრცელებული ტიპის ჩვეულებრივი ფსორიაზი
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენეთ კოდერმო®:
– თუ კოდერმოს® გამოყენების შემდეგ კანი გაღიზიანდება ან მგრძნობიარე გახდება პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს საჭირო მკურნალობა.
– თუ განვითარდა ინფექცია უნდა დაიწყოს სათანადო მკურნალობა სოკოს საწინააღმდეგო (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ) ან ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებით.
– შესაძლოა აღინიშნოს ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკური ეფექტები განსაკუთრებით კანის დიდი ფართობის დაზიანების ან კანის კონტაქტური ადგილების დაზიანების დროს ხანგრძლივი მკურნალობისას და დახურული სამოსის ტარებისას.
– ადგილობრივი გამოყენების ძლიერი კორტიკოსტეროიდები სისხლში ხვდებიან შეწოვის გზით, ეს იწვევს კუშინგის სინდრომის (ჰორმონალური სიმპტომები) სიმპტომებს, სისხლში შაქრის დონის მომატებას და გლიკოზურიას, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ ექიმს.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
კოდერმო®® არ გამოიყენება ორსულებში თუ არ არის ამის აუცილებლობა.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს!
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
კოდერმო®® არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
კოდერმო® გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოდერმოს® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
კოდერმო® შეიცავს პროპილენ გლიკოლის სტეარატს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება არ აღინიშნება სხვა პრეპარატებთან.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ ნებისმიერი სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ შეძენილი პრეპარატი.
3. კოდერმოს ® გამოყენების წესები
პრეპარატის სწორად მიღებასთან და დოზის/მიღების სიხშირესთან დაკავშირებული მითითებები:
კოდერმო ® თხელ ფენად დაიტანება დაზიანებულ კანზე.
ექიმის მითითების გარეშე არ გამოიყენოთ კოდერმო® კანის დიდ ფართობზე ან კონტაქტურ ადგილებში (საზარდული ან იღლია) ხანგრძლივად, არ დაფაროთ ნამკურნალები ზედაპირი სახვევებით ან სამოსით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად.
დაუშვებელია მალამოს თვალთან კონტაქტი.
დაუშვებელია კოდერმოს® სახეზე გამოყენება 5 დღეზე მეტი პერიოდით.
ბავშვებში მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 5 დღეს.
მოერიდეთ პრეპარატის დიდი რაოდენობით ხანგრძლივად გამოყენებას სხეულის დიდ ფართობზე.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კოდერმოს® თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ ადგილზე დღეში ერთჯერ. შემდეგ ნაზად შეაზილეთ მანამდე, სანამ პრეპარატი არ შეიწოვება.
განსაკუთრებული შემთხვევები:
ბავშვები: პრეპარატი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში თუ ექიმი არ გირჩევთ.
ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა მოხდეს ყველაზე მცირე ეფექტური მოცულობით. კორტიკოსტეროიდით ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.
თუ მიიღეთ პრეპარატ კოდერმოს® ჭარბი დოზა
კოდერმო® უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
თუ მიიღეთ კოდერმოს® ჭარბი დოზა მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ კოდერმოს® მიღება
თუ დაგავიწყდათ კოდერმოს® მიღება გამოიყენეთ იგი გახსენებისთანავე, შემდეგ განაგრძეთ ჩვეულებრივ.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
მკურნალობის შეწყვეტამდე
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ თუ ატყობთ, რომ კანის პრობლემა გაუმჯობესდა არ შეწყვიტოთ უეცრად მალამოს გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია კანის სიწითლე და ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება. აღნიშნულის თავიდან არიდების მიზნით კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რადგან იგი ეტაპობრივად შეამცირებს პრეპარატის გამოყენების სიხშირეს მის სრულ შეწყვეტამდე.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად კოდერმომ® შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტები დაჯგუფებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძალიან გავრცელებული: შესაძლოა აღინიშნოს 10-დან ერთ პაციენტში. გავრცელებული: შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში ნაკლებად გავრცელებული: შესაძლოა აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში.
იშვიათი: შესაძლოა აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში. ძალიან იშვიათი: შესაძლოა აღინიშნოს 10000-დან იშვიათი
• შეგრძნების დაკარგვა
• ქავილი
• კანის გათხელება
ძალიან იშვიათი
• აბსცესი
• წვა
• დაავადების გამწვავება
• კანის სიმშრალე
• სიწითლე
• კოჟრები
• აკნე
სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას დაფიქსირებული ლოკალური გვერდითი ეფექტები: გაღიზიანება, ჭარბთმიანობა (ჰიპერტრიქოზი), კანის გაღიავება (ჰიპოპიგმენტაცია), კანის გამუქება პირის ირგვლივ (პერიორალური პიგმენტაცია), ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის დარბილება, მეორადი ინფექციები, ოფლიანობით გამოწვეული გამონაყარი.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ამისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.titck.gov.tr და დააჭირეთ “გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას” ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. აღნიშნულით ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესს.
5. კოდერმოს® შენახვის პირობები
შეინახეთ კოდერმო®თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 0C და არ გაყინოთ.
ვარგისიანობის ვადა
კოდერმო ® არ გამოიყენება შეფუთვაზე/გარე კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
მიმართეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისათვის. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
სანტა ფარმა ილაჩ სან. ა.შ. (Santa Farma Ilaç San. A.Ş)
ოკმეიდანი, ბორუ ჩიჩეგის ქ.#16
34382 შიშლი- სტამბული
ტელ: +90 212 220 64 00
ფაქსი: +90 212 222 57 59
მწარმოებელი:
სანტა ფარმა ილაჩ სანაი ა.შ.
გებკიმი 41455 დილოვასი-ქოჯაელი
ტელ: +90 262 674 23 00
ფაქსი: +90 262 674 23 21

Facebook კომენტარები