ფარმაკოლოგიური თვისებები

ნისტატინი მიეკუთვნება პოლიენური ჯგუფის ანტიბიოტიკებს და პროდუცირდება აქტინომიცეტ Streptomyces noursei მიერ. ნისტატინი სელექტიურად მოქმედებს პათოგენურ, განსაკუთრებით საფუარის მაგვარ, კანდიდას ჯგუფის სოკოებზე და ასპერგილებზე, ცვლის მიკროორგანიზმების უჯრედის მემბრანის შეღწევადობას და ამცირებს მათ ზრდას. არ არის აქტიური ბაქტერიების, აქტინომიცეტების და ვირუსების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ანტიბიოტიკის ფუნგისტატური კონცენტრაცია სისხლში და ქსოვილებში მიიღწევა მხოლოდ პრეპარატის დიდი დოზებით მიღებისას. პრეპარატი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და არ შედის სპირალურ სითხეში. შიგნით მიღებული ძირითადი მასა გამოიყოფა სწორი ნაწლავის გზით შეუცვლელ მდგომარეობაში.

გამოყოფილ მასებში აღინიშნება პრეპარატის მაღალი კოცენტრაცია, რომელიც საკმარისია სამკურნალო ეფექტის გამოსავლენად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი კანდიდომიკოზის დროს. შეწოვილი პრეპარატის ფრაქცია გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები

  • ნისტატინი გამოიყენება კანდიდა ჯგუფის სოკოებით (Candida albicans და სხვა) გამოწვეული დაავადებების, ლორწოვანი გარსი კანდიდოზის (პირის ღრუს, საშოს და ა.შ.), კანის და შინაგან ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვების, თირკმელის და სხვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
  • პროფილაქტიკისათვის უნიშნავენ პირებს, რომელთაც უტარდებათ ხანგრძლივი თერაპია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით, სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებით, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების პერორალური გამოყენების დროს, ლევომიცეტინის, ნეომიცინის და სხვა, აგრეთვე დასუსტებულ ავადმყოფებს.

დოზირების რეჟიმი

ნისტატინის ტაბლეტი მიიღება per os და მისი დაღეჭვა დაუშვებელია.

– მოზრდილებში – 500.000 ერთეული დღეში 3-4-ჯერ ან 250.000 ერთ დღეში 6-8-ჯერ. სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.500.000-3.000.000 ერთ.

– მძიმე გენერალიზებული კანდიდომიკოზის დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 4.000.000-6.000.000 ერთ-მდე.

– 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100.000 ერთ დღეში 2-3-ჯერ;

– 1-დან 5 წლის ასაკის ბავშვებში – 2000.000 ერთ დღეში 2-3-ჯერ;

– 6 წელზე უფროსი ბავშვები იღებენ მოზრდილების დოზას.

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა – 10-14 დღე (დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე და პრეპარატის მიმართ ტოლერანტობაზე). ქრონიკულ მორეციდივე და გენერალიზებული კანდიდოზის დროს მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 კვირის შესვენების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ნისტატინი ნაკლებად ტოქსიურია. გვერდით მოვლენებს ჩვეულებრივ არ იწვევს, მაგრამ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გულისრევა, პირღებინება დიარეა, ტემპერატურის მომატება, კანკალი, ალერგიული რეაქციები და სხვა. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზას ამცირებენ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

ნისტატინის მკურნალობისას რეზისტენტობა ნელა ვითარდება.

ჭარბი დოზირება

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კანდიდამიკოზის პროფილაქტიკისთვის სასურველია ნისტატინის კომბინირება ბენზილპენიცილინების მარილებთან, ამინოგლიკოზიდებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ლევომიცეტინთან, ნეომიცინთან და სხვა.

Facebook კომენტარები