საერთაშორისო დასახელება:

NONOXINOL

მწარმოებელი: MERZ PHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ნონოქსინოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგილანური სანთლები: ბლისტერზე 3 ან 6 სანთელი, შეფუთვაში 1 ან 2 ბლისტერი.

1 სანთელი

ნონოქსინოლი …….. 75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 1500, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 1000, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პატენტექს ოვალი არის მოსახერხებელი, ქაფის წარმომქმნელი ვაგინალური ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები, რომელიც თავსდება საშოში. პატენტექს ოვალი სანთლები ლღვება სხეულის ტემპერატურაზე და საშოს სეკრეტის რაოდენობის მიუხედავად წარმოქმნის ქაფს. პრეპარატი ამცირებს სპერმატოზოიდების ზედაპირული ლიპიდური მემბრანის დაჭიმულობას და მათი მოძრაობა შეუქცევადად პარალიზდება.

მექანიკური მოქმედება: სპერმატოციდული ნივთიერება თანაბრად ნაწილდება საშოში, წარმოქმნის სტაბილურ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოში.

პრეპარატი პატენტექს ოვალს ახასიათებს პროფილაქტიკური მოქმედება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების წინააღმდეგ.

ჩვენებები:

კონტრაცეფცია ქალებში:

  • რომლებსაც სურთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად;
  • რომლებიც არ ეწევიან რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას;
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლის დროს;
  • რომლებსაც სურთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება პარტნიორისგან დამოუკიდებლად;
  • რომლებმაც ნებისმიერი მიზეზის გამო უნდა შეწყვიტონ პერორალური ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება (დროებით ან მუდმივად);
  • რომლებიც იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებს პერორალური ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას;
  • როდესაც სხვა სახეობის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

პატენტექს ოვალის ეფექტურობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისი სწორი გამოყენება. მისი გამოყენების წესი მარტივია. ყოველი სქესობრივი აქტის წინ ახალი სანთელი შეიყვანება ღრმად საშოში. პრეპარატი ხდება აქტიური შეყვანიდან 10 წუთში, ამ დროის განმავლობაში აქტიური სპერმატოციდული ნივთიერება თანაბრად ნაწილდება საშოში და წარმოქმნის მდგრად ბარიერს, რომელიც ხელს უშლის სპერმატოზოიდების მოძრაობას საშვილოსნოსკენ.

თუ ერთი საათის განმავლობაში სქესობრივი აქტი არ შედგა, აუცილებელია 1 სანთლის განმეორებით შეყვანა, თუმცა დამტკიცებულია, რომ პრეპარატს გააჩნია 2 საათიანი მოქმედების ხანგრძლივობა. ყოველი ახალი სქესობრივი აქტის წინ აუცილებელია ახალი სანთლის გამოყენება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სქესობრივ აქტებს შორის დრო 1 საათზე ნაკლებია.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება ორივე პარტნიორის მიერ. იშვიათ შემთხვევაში ვლინდება სითბოს შეგრძნება. ვაგინალური მიკროფლორის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ქავილის შეგრძნება და წვა საშოში ან მამაკაცის სასქესო ასოს ქავილი და წვა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* სასქესო ორგანოების განვითარების ანომალია;

* საშვილოსნოს ყელის ეროზია.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ გააჩნია სისტემური მოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2.5 წელი.

Facebook კომენტარები