პაერის სინდრომი
პაერის სინდრომი ვითარდება განივი კოლინჯის ელენთის დონეზე მწვავე გადაგრეხის შედეგად, რასაც თან სდევს გაუვალობა ელენთის მიდამოში. განიცდის ირადიაციას მარცხენა გვერდში, გულის მიდამოში, თან ახლავს წვა, შებერილობა მარცხენა ფერდქვეშა არეში. ნაწლავის გადაგრეხის მიზეზია მისი სიგრძე, მეტეორიზმი, კოპროსტაზი, პერიტონული შეხორცებანი ელენთის კუთხის მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაირის დაავადება I
ანუ სინდრომი I

პაირის დაავადება I-ისთვის ანუ სინდრომი I-ისთვის დამახასიათებელია გრძელლულოვანი ძვლების მრავლობითი გასქელება, მუხლის სახსრის დეფორმაცია, იდაყვის სახსართა მოხრითი ანკილოზი, თავის ქალას გადიდება და დეფორმაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაირის დაავადება II,
ანუ სინდრომი II

პაირის დაავადება II, ანუ სინდრომი II, იგივე ელენთის ფლექსურის სინდრომი, წარმოადგენს აბდომინურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის ელენთის ნაკეცში აირების ან განავლოვანი მასების შეფერხებით. მისთვის დამახასიათებელია: მუცლის მარცხენა კვადრატში სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, გულის არეში ზეწოლის შეგრძნება და ტკივილი, გულის ფრიალი, ქოშინი, შიშისმაგვარი განცდები, მხრის ცალმხრივი ან ორმხრივი ტკივილი თითებში გადაცემით, ტკივილი ბეჭებს შუა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაკსონის სინდრომი

პაკსონის სინდრომი ვითარდება საშვილოსნოს გახეთქვისა და რეტროპლაცენტური ჰემატომის ჩამოყალიბების, საკვერცხეების და კისტების გადაგრეხისა და მათ ღრუში სისხლის ჩაქცევის შედეგად. კლინიკური სურათი ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის (იხ. ბაივატერის სინდრომი) ანალოგიურია. დამახასიათებელია მძიმე შოკის სურათი, ოლიგოანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პალ სინდრომი ანუ
პალასი

პალ სინდრომი ანუ პალასი, პროლონგირებული არამოტივირებული ლიმფადენოპათიის (ანუ შეძენილი იმუნური დეფიციტის) სინდრომი, შიდსის წინარე სინდრომია, შიდსის ვირუსის ნაირსახეობა. ამ ვირუსის მატარებლები არიან ნამდვილი შიდსის გადამცემები სისხლის დონორობისას და უშუალო კონტაქტის სხვა შემთხვევაში. ძირითადი სიმპტომია ლიმფოპათია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პალმარული ფასციტიის
სინდრომი

პალმარული ფასციტიის სინდრომი – ეს არის პარანეოპლასტიკური სინდრომი, გამოვლენილი პოლიართრიტის სახით. აღინიშნება სხვადასხვა ლოკალიზაციის ნეოპლაზმის დროს, უმეტესად – საკვერცხეების სიმსივნისას. კლინიკურად დამახასიათებელია ხელისგულის ფასციის გასქელება და თითების მოხრითი კონტრაქტურა, რაც მოგვაგონებს ხელის მტევანს სკლეროდერმიის დროს. ხელისგულების ფასციაში ჩალაგებულია იმუნოგლობულინი G.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პალტაუფის სინდრომი

პალტაუფის სინდრომი წარმოადგენს თიმიკოლიმპათიკურ სტატუსს. ახასიათებს თიმუსის ჯირკვლისა და ლიმფოიდური ორგანოების (ლიმფური კვანძების, ელენთის, ნუშისებრი ჯირკვლების) ჰიპერპლაზია, სიფითრე, სიმსუქნისადმი მიდრეკილება, კუნთების სისუსტე, აორტისა და გულის განუვითარებლობა (`წვეთოვანი გული~), ჰიპოტონია და ინფექციური დაავადებებისადმი მიდრეკილება. სისხლში ვლინდება ლიმფოციტოზი, ეოზინოფილია. შესაძლოა იქცეს უეცარი სიკვდილის მიზეზად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პალტაუფ-რილის
სინდრომი

პალტაუფ-რილის სინდრომი (სინონიმი: ანდერსონის ვერუკოზული მგლურა) წარმოადგენს კანის მეჭეჭოვან ტუბერკულოზს. მისთვის დამახასიათებელია მკვრივი, მოლურჯო-მოწთალო, ნელა მზარდი პაპულების გაჩენა კანზე, უმთავრესად – კიდურების გამშლელ ზედაპირზე. მეტწილად უვითარდებათ ტუბერკულოზგადატანილებს კანზე გამომწვევის მოხვედრის შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პანკოსტის (პანკოუსტის)
სინდრომი

პანკოსტის (პანკოუსტის) სინდრომი (სინონიმები: ჰერესის სინდრომი, ტობიასის სინდრომი, პანკოსტ-ტობიასის სინდრომი) ანუ კიბო არის ფილტვის მწვერვალის ავთვისებიანი სიმსივნე ნერვულ კვანძებსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე ზეწოლის სინდრომით. დამახასიათებელია სუბფებრილიტეტი, უმადობა, ძლიერი სისუსტე, ხველება, მოხრჩობის შეგრძნება, კლოდ-ბერნარ-ჰორნერის სიმპტომი, მხარის ტკივილი, ზედა კიდურის კუნთების ატროფია, პარესთეზია, ნეკნებისა და ხერხემლის მალების დესტრუქცია, ჰიპოქრომული ანემია, ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით. მომატებულია ედსი. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები 40-60 წლის ასაკში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პანსის სინდრომი
პანსის სინდრომი წარმოადგენს დიენცეფალურ-რეტინული სინდრომის შერწყმას დაუნის სინდრომთან. მემკვიდრეობის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიულია. მისთვის დამახასიათებელია: ოლიგოფრენია (იდიოტია), სიმსუქნე, გენიტალიის ჰიპოტროფია, ტანმაღლობა (უფრო იშვიათად – ქონდრისკაცობა), ჰემერალოპია, პიგმენტური რეტინიტი, სმენის დაქვეითება, პოლი- ან სინდაქტილია, თავის ქალას ანომალიები, სახის მონგოლოიდური ნაკვთები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაპაიანისის სინდრომი
პაპაიანისის სინდრომი ეკუთვნის თრომბოციტოპათიების რიცხვს. ამ დროს თრომბოციტების ადჰეზიური უნარის გაძლიერება შედედების VIII ფაქტორის ზომიერ დეფიციტს ერწყმის. კოაგულაციური სისტემის დარღვევა თანდაყოლილი ან მემკვიდრეობითია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაპილონ-ლეაჟ-პსომის
სინდრომი

პაპილონ-ლეაჟ-პსომის სინდრომი – ეს არის პირ-თით-სახის დიზოსტოზი, რომელსაც ახასიათებს ვიწრო არწივისებური ცხვირი, ზედა ტუჩის შუა ნაწილის დამოკლება, ენისა და სასის გახლეჩა, კბილების განვითარების დარღვევა, თითის ფალანგთა არასრული განვითარება და სხვა. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პარაკანკროზული
სინდრომი

პარაკანკროზული სინდრომი წარმოადგენს კიბოსწინარე ან დაავადების მანიფესტირების პერიოდში ჩამოყალიბებულ სიმპტომთა კომპლექსს ნერვკუნთოვანი, ენდოკრინული, ჰემატოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისმიერი, ძვალ-სახსართა და დერმატოლოგიური ნიშნების სიჭარბითურთ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პარანეოპლაზიური
თირკმლისმიერი
სინდრომი

პარანეოპლაზიურ თირკმლისმიერ სინდრომს უწოდებენ თირკმლისმიერ მოვლენებს, რომლებიც აღინიშნება სხვადასხვა სიმსივნის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პარატრიგემიული
სიმპათიკური სინდრომი

პარატრიგემიულ სიმპათიკურ სინდრომს (სინონიმი: რედერის სინდრომი) ახასიათებს თვალის ნაპრალისა და გუგის გარდამავალი ხასიათის შევიწროება, რომელსაც თან ახლავს თვალისა და მის ირგვლივ მდებარე არეების ტკივილი. გვხვდება მამაკაცებში. ანამნეზში ხშირია შაკიკი და არტერიული ჰიპერტენზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პარინოს სინდრომი

პარინოს სინდრომი ცქერის დამბლაა ვერტიკალური მიმართულებით, უფრო მეტად – ზევით, რასაც ხშირად ერთვის კონვერგენციის დამბლა. გვხვდება ინფექციური და სისხლძარღვოვანი (ტვინის უკანა არტერიის აუზში) პროცესებით შუა ტვინის სახურავის დაზიანების დროს. თუ დაზიანების კერა ორალურადაა ლოკალიზებული (უმეტესად ეს ვარიანტი გვხვდება), ვითარდება ცქერის დამბლა ზევით, თუ კაუდალურად – ცქერის დამბლა ქვევით. გვხვდება აგრეთვე ოთხგორაკის, ჯალღუზისებრი სხეულის, ნათხემის, მეოთხე პარკუჭის სიმსივნის დროს. უკანასკნელ შემთხვევაში იგი შედეგია შუა ტვინის სახურავის პათოლოგიურ პროცესში ჩართვისა (ზეწოლა, შეშუპება და სხვა).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პერონ-დრეკე-კულონის
სინდრომი

პერონ-დრეკე-კულონის სინდრომი (სინონიმები: ჯიაკაიას სინდრომი, ტრევენარის სინდრომი) იგივეა, რაც ოჯახური აკროოსტელოზი, წყლულოვანი მადეფორმირებელი აკროპათია, მემკვიდრეობითი დერმატოზი, გამოწვეული ზურგის ტვინის განგლიების დაზიანებით. გამოვლინდება კიდურთა (უმეტესად – ქვედა კიდურთა) დისტალური ნაწილების ჰიპერკერატოზით, წყლულების წარმოშობით, ძვლებისა და ტერფის დეფორმაციით, წვრილი ძვლების ოსტეოლიზით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პერსონეიჯ-ტერნერის
სინრომი

პერსონეიჯ-ტერნერის სინდრომი მხრის სარტყლის კუნთების მწვავე დამბლაა, რომელსაც ერთვის ატროფია, ღრმა რეფლექსების დაქვეითება ან მოსპობა, ზერელე მგრძნობელობის დაქვეითება (ღრმა შენარჩუნებულია). ზოგჯერ დამბლის განვითარებას წინ უძღვის კუნთების ტკივილი. თავ-ზურგტვინის სითხეში პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. უმეტესად ვხვდებით 20-40 წლის მამაკაცებში. ვითარდება ვირუსული ინფექციის, გაციების, აგრეთვე ტრავმის ან შრატის შეყვანის შემდეგ. მიმდინარეობა უმეტესად კეთილთვისებიანია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტერსის სინდრომი I

პეტერსის სინდრომი I წარმოადგენს განვითარების მემკვიდრეობით ანომალიას: რქოვანას უკანა ზედაპირის დეფექტს ცენტრალურად განლაგებული ლიბრით, თვალის წინა საკნის თანმხლები გასქელებით. ხშირად შეუღლებულია განვითარების სხვა ანომალიებთან – მგლის ხახასთან, ნაწლავის ატრეზიასთან და სხვ. მემკვიდრეობის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტერსის სინდრომი II

პეტერსის სინდრომი II (სინონიმი: ფოგტ-კოიანგის სინდრომი) წარმოადგენს ორმხრივ უვეიტს, რომელსაც თან ახლავს ლეიკოდერმია, გამელოტება, თმისა და წარბების გაჭაღარავება ან სმენის დაქვეითება. უმეტესად ემართებათ მამაკაცებს 20-დან 40 წლამდე. ეტიოლოგიურ ფაქტორებად ასახელებენ ალერგიას, ენდოკრინულ დარღვევებს, ვირუსულ ინფექციას, ათაშანგს, ტუბერკულოზს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტერს-ჰეგელის სინდრომი

პეტერს-ჰეგელის სინდრომი წარმოადგენს ყბისა და თავის ქალას დიზოსტოზს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზედა ყბის ჰიპოპლაზია, პროგენია, თავის ქალას ფუძის წინა ნაწილის დამოკლება. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტჟ-კლეჟას სინდრომი

პეტჟ-კლეჟას სინდრომი (სინონიმები: იაკობის (ჯაკობის) ატროფიული სისხლძარღვოვანი პოიკილოდერმია, პეტჟ-ჯაკობის დაავადება, პეტჟ-კლეჟა-ჯაკობის სინდრომი) წარმოადგენს სისხლძარღვოვან ატროფიულ პოიკილოდერმიას, გაურკვეველი ეტიოლოგიის დერმატოზს პოიკილოდერმიით, გამოხატული ტელეანგიექტაზიითა და პეტექიებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტცეტაკის-ტაკოს
სინდრომი

პეტცეტაკის-ტაკოს სინდრომი თვალისმიერი სიმპტომია თანმხლები ზოგადი შეშუპებით. ახასიათებს კონიუნქტივისა და ქუთუთოების შეშუპება, რქოვანას ჰიპერესთეზია, ფერადი გარსის რეფლექსის დასუსტება და ცრემლის სეკრეციის შემცირება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეხკრანც-ბაბინსკი-
ფრელიხის სინდრომი

პეხკრანც-ბაბინსკი-ფრელიხის სინდრომი (სინონიმი: ფრელიხის დაავადება) არის ადიპოზოგენიტალიური დისტროფია, ჰიპოფიზური სიმსივნე. იგი ნეიროენდოკრინული დაავადებაა, გამოწვეული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის დაზიანებით. ახასიათებს სიმსუქნე და სქესობრივი განვითარების დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეჯეტ-შტრეტერის
სინდრომი

პეჯეტ-შტრეტერის სინდრომი  (დაძაბვის თრომბოზი, ტრავმული ვემოსპაზმი) ეწოდება ლავიწქვეშა თრომბოზს, დაკავშირებულს მის ტრავმირებასთან ლავიწსა და ნეკნთაშუა არის მიდამოში. საჭიროა დიფერენცირება ლავიწქვეშა და იღლიის ვენების სხვა გენეზის თრომბოზებისგან, როგორიცაა ხელის ვენების აღმავალი თრომბოზი, ლავიწქვეშა ვენის პუნქციის შემდგომი თრომბოზი და სხვა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიეტრანტონის სინდრომი

პიეტრანტონის სინდრომი წარმოადგენს სამწვერა ნერვის ნევრალგიას სახის კანისა და პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის დაკარგვით, რაც გამოწვეულია ნერვის მიჭყლეტით თავის ქალას ძვლებზე ან ზედა ყბის ცხვირის ირგვლივ დანამატ ღრუებზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიკარდი-ლასიუერ-
ლიტლის სინდრომი

პიკარდი-ლასიუერ-ლიტლის სინდრომი წითელი ფოლიკულური დეკალვილირებული ლიქენია (სინონიმები: ლიტლის წვეტიანი ფოლიკულური დეკალვილირებული ლიქენი, ლიტლ-ლასიუერის სინდრომი, გრემ-ლიტლის სინდრომი, ფელდმანის ბრტყელი წვეტიანი ატროფიული ლიქენი). ფოლიკულურ-კერატოზული გამონაყარი ერწყმის ნაწიბუროვან ალოპეციას თავის, იღლიისქვეშა ჩაღრმავებებისა და ბოქვენის არეში. ეტიოლოგია დაუდგენელია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პილო-ოკულარული
სინდრომი

პილო-ოკულარული სინდრომი (სინონიმია: რაც-ტურის სინდრომი) წარმოადგენს თმიანობისა და მხედველობის პათოლოგიების შერწყმას. მიზეზი შესაძლოა იყოს ჰიპოთალამური მიდამოს დაზიანება. დამახასიათებელია: ფოლიკულური ჰიპერკერატოზი, თმის არათანაბარი, განსხვავებული სისქე-სიხშირის საფარი, მხედველობის ველის ძლიერი შემცირება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პინკუსის სინდრომი

პინკუსის სინდრომი ფიბროეპითელური სიმსივნეა, ბაზოფილური ეპითელიუმის იშვიათი ნაირსახეობა. ჰგავს სებორეულ მეჭეჭს. ჩნდება სახესა და ტანზე. მიაკუთვნებენ კიბოსწინარე მდგომარეობათა რიცხვს. დიაგნოზს სვამენ მხოლოდ ჰისტოლოგიური გამოკვლევით. სიმსივნე წარმოადგენს ფიბროზული კვანძების ნაირსახეობას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პანსკის სინდრომი

პანსკის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ოკულოცერებრული ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია მიკროფთალმი, რქოვანას სხვადასხვა ხარისხის შემღვრევა, ბროლის დისტოპია, ნისტაგმი, სიელმე, ჰიპერმეტროპია, ჰიპერტელორიზმი, მიკროცეფალია და ჰიდროცეფალია, ზედა ტუჩისა და მაგარი სასის გაპობა, გარეთა სასმენი მილების გაფართოება, კიფოსკოლიოზი, გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიპერის სინდრომი
პიპერის სინდრომის დროს მხედველობის მანკებთან ერთად (ასტიგმატიზმი) აღინიშნება ბრონქოექტაზიები და საათის მინისმაგვარი ფრჩხილები. მიზეზი, როგორც ჩანს, ქსოვილთა სისტემური დაავადება და ტროფიკის დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პირველადი
ანტიფოსფოლიპიდური
სინდრომი

პირველადი ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ჩვეულებრივ, თან ახლავს სისტემურ წითელ მგლურას. როცა სინდრომი ამ დაავადების გარეშე ვითარდება, მას პირველადს უწოდებენ. დამახასიათებელია ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულთა არსებობა, ვენებისა და არტერიების თრომბოზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პირველადი ფიბრომიალგიის
სინდრომი

პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომი მიეკუთვნება სახსარგარე რბილი ქსოვილების დაავადებათა ჯგუფს, წარმოადგენს ფსიქოგენური რევმატიზმის ფორმას. როცა დამოუკიდებლად ვითარდება, მას პირველადს უწოდებენ, როცა ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებას ახლავს თან – მეორეულს. ეს დაავადებებია: კიდურთა და ნაწლავთა ქრონიკული და დეგენერაციული დაავადებები, ავთვისებიანი დაავადებები, ტრავმები, კოლაგენური დაავადებები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პირინგერ-კუხინჯას
სინდრომი

პირინგერ-კუხინჯას სინდრომი წარმოადგენს ქვემწვავე ლიმფადენიტს უმეტესად კისრის მიდამოში ლოკალიზაციით, მორეციდივე ანგინით, რევმატოიდული პოლიართრიტით დაავადებულ პირებში. სიცხიანობა და დაჩირქებისკენ მიდრეკილება არ აღინიშნება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პირსონის სინდრომი

პირსონის სინდრომი ფეხის მომწევი კუნთების გადაძაბვის სინდრომია. გამოიხატება ძლიერი ტკივილით სათანადო კუნთების ნერვის ზონაში გადატვირთვის გამო, შემდეგში მომწევი კუნთების დატვირთვისას ისევ შეტევითი ტკივილი. პალპაციით მტკივნეულია სიმფიზის არე კუნთების მომაგრების ადგილას. მემკვიდრეობის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიულაქს-ედერისის
სინდრომი

პიულაქს-ედერისის სინდრომი მსხვილი ნაწლავის მწვავე გაფართოებაა მექანიკური დაცობის გარეშე. მისთვის დამახასიათებელია: მეტეორიზმი, მწვავე ტკივილი მწვავე მუცლის სურათამდე, რენტგენოლოგიურად – დოლიქო- და მეგაკოლონი. შესაძლოა, ამ სინდრომის უშუალო მიზეზი იყოს აირთა დაგროვება მსხვილ ნაწლავში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიურიტკის სინდრომი

პიურიტკის სინდრომი სისტემური ჰიანილოზია, მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია მხრის სარტყლის, იდაყვისა და მუხლის სახსრების მტკივნეული მოხრითი კონტრაქტურები, სახისა და ყბების დეფორმაცია, ზრდის შეჩერება, ტერმინალურ ფალანგთა ოსტეოლიზი, კანის მრავლობითი დიდი კვანძები, ნაწილობრივ კალციუმის მარილის ჩალაგებით, კანის ცვლილებები, რომლებიც მოგვაგონებს სკლეროდერმიასა და ატროფიას, კანის, თვალის, ცხვირისა და ყურების კანის ჩირქოვანი ინფექცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიშონის სინდრომი
პიშონის სინდრომი (სინონიმი: კასტარინის სინდრომი) სფეროიდული (ორბიტის ზედა) ნაპრალის სინდრომია. ახასიათებს თავის ტვინის მეორე-მესამე, მეოთხე და მეექვსე წყვილი ნერვებისა და მეხუთე წყვილი ნერვის ზედა ტოტის ცალმხრივი დაზიანება, კლინიკურად – ცალმხრივი ტოტალური ოფთალმოპლეგია, სიბრმავე და ანესთეზია სამწვერა ნერვის თვალის ტოტის საინერვაციო არეში. გვხვდება ამ მიდამოს პერიოსტიტის, სიმსივნის, არაქნოიდიტის, აგრეთვე მენინგიტისა და შიგნითა საძილე ატერიის წინა ნაწილის ანევრიზმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პლურიგლანდულარული
სინდრომი

პლურიგლანდულარული სინდრომი (სინონიმები: ფალტის სინდრომი, გუჟერი-ფალტის სინდრომი, გუჟერის სინდრომი) წარმოადგენს მშრალი დანაოჭებული კანის შეუღლებას კბილების ნაადრევ დაცვენასთან, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებასთან, ფსიქიკურ და ფიზიკურ ასთენიასთან. აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ატროფიის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოემის სინდრომი
პოემის სინდრომი პირველად იაპონიაში აღწერეს. მასში შედის კანის პოლინეიროპათია, ოგანომეგალია, ენდოკრინოპათია, კანის ცვლილებები, მონოკლონური M-პროტეინის არსებობა სისხლში. გავრცელებული სიმპტომია ჰემატომეგალია, ღვიძლის ჰისტოლოგიური ცვლილებები კი არასპეციფიკურია. აღწერილია შემთხვევები ევროპაში, ავსტრალიაში, აშშ-ში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოზიციური ზეწოლის
სინდრომი

პოზიციური ზეწოლის სინდრომი ვითარდება რბილ ქსოვილთა ხანგრძლივი კომპრესიის შედეგად, მათი ანატომიური მთლიანობის დაურღვევლად. ზეწოლა ხდება საკუთარი მასით სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე. გარდა ზეწოლისა, მნიშვნელობას ანიჭებენ ინტოქსიკაციასაც (უმეტესად – ალკოჰოლურს). დამახასიათებელია ტკივილი. შესაძლოა გამოვლინდეს მეორეული მიოგლობინურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოზნერ-შლოსმანის
სინდრომი

პოზნერ-შლოსმანის სინდრომი (სინონიმი: კრაუპი-პოზნერ-შლოსმანის სინდრომი) წარმოადგენს თვალის კეთილთვისებიან პაროქსიზმულ ჰიპერტენზიას, ციკლურ გლაუკომას, გლაუკომაციკლური კრიზების სინდრომს. დაავადებას შესაძლოა საფუძვლად ედოს ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება როგორც მეორეული შეტევები თვალშიგა წნევის ცალმხრივი მომატებისას. ის არ თანხვდება შეგუბებითი გლაუკომის მოვლენებსა და რქოვანას ენდოთელიუმზე პრეციპიტატების გამოჩენას. სინონიმი: კრაუპი-პოზნერ-შლოსმანის სინდრომი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოლანდის სინდრომი

პოლანდის სინდრომი წარმოადგენს მკერდის დიდი კუნთის აპლაზიას, რომელიც შეუღლებულია ხელის მტევნის აპლაზიასთან. თითების ანომალიის გამოვლინებანი სხვადასხვაგვარია. აღნიშნული დისფორმიზმის კავშირი შინაგან ორგანოთა დაზიანებასთან არ არის შემჩნეული. აღწერილია გულის დაზიანებით მიმდინარე ცალკეული შემთხვევები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოლანდ-მატცენაუერის
სინდრომი

პოლანდ-მატცენაუერის სინდრომი (სინონიმები: მატცენაუერ-პოლანდის სინდრომი, დრაიერ-ველშის აკნე, ბესნიერ-რენოს ურტიკარია) იგივეა, რაც დისმენორეული სიმეტრიული დერმატოზი, ნეკროზული აკნე, განგრენოზული ურტიკარია, ისტერიული ოემფიგუსი. წარმოადგენს დისჰორმონული დერმატოზის გამოვლინებას. ახასიათებს სპონტანური, სიმეტრიული, მკვეთრად შემოფარგლული ერითემა, ფოლიკულური ეროზიები, ვაზომოტორული დარღვევები. ცვლილებები მენსტრუალური ციკლის შესაბამისად მეორდება. უმეტესად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში დისმენორეის დროს, ასევე – პრეკლიმაქსურ პერიოდში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოლენდის სინდრომი

პოლენდის სინდრომი, პოლენდის სინდაქტილია, წარმოადგენს მკერდის, მხრებისა და ხელისგულების მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ცალმხრივი სინდაქტილია, სიმბრაქიდაქტილია და ბრაქიდაქტილია, გულმკერდის დიდი კუნთის ჰომოლატერალური ან (უფრო ხშირად) მისი მკერდ-ნეკნების ნაწილის აპლაზია, გულმკერდის ჯირკვლებისა და მკერდის დვრილების ჰომოლატერალური არარსებობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტგასტროექტომიური
სინდრომი

პოსტგასტროექტომიური სინდრომი (სინონიმი: დემპინგსინდრომი) კუჭ-ნაწლავის დისცირკულატორულ დარღვევათა კომპლექსია კუჭის რეზექციის ან გასტროექტომიის შემდგომ პერიოდში. ჭამიდან 10-15 წუთის შემდეგ (განსაკუთრებით – რძისა და ტკბილი საკვების მიღებისას) ავადმყოფს ეუფლება ძლიერი სისუსტე, ახურებს, უტყდება ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კიდურების კანკალი, გულისრევა, პირღებინება. იმატებს მაჯისცემა, იცვლება არტერიული წნევა, ცვლილებებია ელექტროენცეფალოგრამაზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტინფარქტული
სინდრომი

პოსტინფარქტული სინდრომი წარმოადგენს პერიკარდიტის შერწყმას პლევრიტთან, უფრო იშვიათად – პნევმონიასა და ეოზინოფილიასთან. ვითარდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიდან ერთი წლის განმავლობაში, უმეტესად – მესამე-მეოთხე კვირას. გამოწვეულია მიოკარდიუმის დესტრუქციულად შეცვლილი ცილებისადმი ორგანიზმის სენსიბილიზაციით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტკომოციური
სინდრომი

პოსტკომოციური სინდრომი გამოიხატება სისუსტით, გაღიზიანებადობით, ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვით, თავის ტკივილით, ვეგეტატიური დარღვევებით (ოფლიანობა, სისხლძარღვოვანი დარღვევები), თავბრუხვევით და სხვა. ყველა ეს სიმპტომი ერთად ან სხვადასხვაგვარი კომბინაციით ვლინდება თავის ქალას დახურული ტრავმიდან რამდენიმე კვირის ან თვის, უფრო იშვიათად – წლის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტოპერიკარდიოტომიული
სინდრომი

პოსტოპერიკარდიოტომიული სინდრომი კლინიკურად გამოიხატება ტრიადით: პლევრიტით, პერიკარდიტით, პნევმონიტით. მისი სხვა სახელწოდებებია პოსტკომისუროტომული სინდრომი, პოსტვალვოტომიური სინდრომი, პოსტკარდოტომიული სინდრომი, პლევროკარდიული სინდრომი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტტრავმული
ნეიროვასკულარული
სინდრომი

პოსტტრავმული ნეიროვასკულარული სინდრომი (სინონიმი: ჰერმანის სინდრომი I) წარმოადგენს ვაზოგენურ მარმარილოსებრ ციანოზს ფსიქიკისა და მეტყველების დარღვევით, პირამიდული და ექსტრაპირამიდული ნიშნებით. თან ახლავს არტერიული ჰიპერტენზია. უპირატესად ვითარდება თავის ქალას დახურული ტრავმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტჰეპატიტური
სინდრომი

პოსტჰეპატიტური სინდრომი ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ ვითარდება. გამოიხატება პერიჰეპატიტით, ქოლანგიტით, ანაციდური გასტრიტით, დუოდენიტით, სიყვითლით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

Facebook კომენტარები