საერთაშორისო დასახელება:

BETAMETHAZONE;GENTAMICIN

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ბეტამეთაზონი+გენტამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტიბაქტრიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 15 გ და 30 გ

1 გ

ბეტამეთაზონის ვალერატი ……..  1 მგ

გენტამიცინის სულფატი ……….   1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ქლორკრეზოლი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, ფოსფორის მჟავა, თეთრი ვაზელინი, მინერალური ზეთი, ცეტეტ 20, ცეტოსტეარილალკოჰოლი.

მალამო: ტუბში 15 გ და 3 გ.

1 გ

ბეტამეთაზონის ვალერატი ……   1 მგ

გენტამიცინის სულფატი ………..  1 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტამეთაზონის ვალერატს გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი.

გენტამიცინი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ადგილობრივი გამოყენებისას ეფექტურია უმრავლეს გავრცელებულ პათოგენების მიმართ. გენტამიცინის მიმართ მგრძნობელობა გააჩნიათ შემდეგ ბაქტერიებს: (სტრეპტოკის მგრძნობიარე შტამებს (A ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური), ოქროსფერ სტაფილოკოკს (კოაგულაზა-პოზიტიური, კოაგულაზა ნეგატიური და ზოგიერთი პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები, აგრეთვე გრამუარყოფით ბაქტერიებს: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes,Escherichia coli, Proteus vulgaris და Klebsiella pneumoniae

ჩვენებები:

ცელესტოდერმი V გარამიცინთან ნაჩვენებია:

  • დერმატოზის ადგილობრივი მკურნალობისათვის, რომელსაც გააჩნია მგრძნობელობა კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიმართ და გართულებულია მეორადი ინფექციით.
  • დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეული არიან გენტამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ეგზემა (ატოპიური, ბავშვის, მონეტისებური), კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ინტერტრიგინოზური დერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ფსორიაზი, ანოგენიტალური და ხანდაზმულების ქავილი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის აპლიკაცია ხდება თხლად კანის დაზიანებულ უბნებზე 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი ლოკალური გვერდითი მოვლენები: წვა, გაღიზიანება, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. დახურული სახვევის დროს აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები.

გენტამიცინით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნებოდეს კანის გაღიზიანება (ქავილის და ერითმის სახით), რაც ხშირ შემთხვევაში საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

რადგანაც არ არის შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ორსულებში, მისი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მოსალოდნელ რისკს.

! რადგანაც არ არის შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ლაქტაციის დროს, ამიტომ საჭიროა ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თუ პრეპარატის მიღებისას აღინიშნება გაღიზიანება ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და შეირჩეს ადექვატური თერაპია.

◄ შეიძლება აღინიშნებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.

◄ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბცია მომატებული ხანგრძლივი გამოყენებისას. ფართო ზედაპირების მკურნალობისა ან დახურული სახვევის გამოყენებისას და ბავშვებში.

◄ ანტიბიოტიკების ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება არამგრძნობიარე მიკროფლორის ზრდა, მათ შორის სოკოვანის. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, ისევ, როგორც სუპერინფექციის განვითარებისას.

◄ ცელესტოდერმი V გარამიცინთან არ გამოიყენება ოფტალმოლოგიაში.

გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში: ბავშვები უფრო მგრნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისადმი, რომლებიც იწვევენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ თირკმელზედა სისტემის დათრგუნვას, ვიდრე მოზრდილები.

ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, წონაში მატების შემცირება, ქალასშიდა წნევის მომატება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა და ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზალურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სისტემის მეორადი დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სინდრომის განვითარება, მათ შორის კუშინგის სინდრომის.

გენტამიცინის ჭარბი და ხანგრძლივი გამოყენების დროს დიაზიანების ზონაში აღინიშნება არამგრძნობიარე ფლორის ზრდა. მათ შორის სოკოვანის.

მკურნალობა: ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია.

ქრონიკული, ტოქსიკური მოქმედების დროს რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების მიღების თანდათანობითი შეწყვეტა.

არაკონტროლირებადი მიკროორგანიზმების ზრდის დროს საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის შერჩევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წლი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები