მოქმედება:

ცენტროვიტი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებულია ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების ნაკლებობის დროს.

შემადგენლობა:   
1 ტაბლეტი შეიცავს:
 
ვიტამინი A  – 800 მკგ; ვიტამინი B1  – 1.4 მგ; ვიტამინი B2  – 1.6 მგ; ვიტამინი B3 – 18 მგ; ვიტამინი B5   – 6 მგ; ვიტამინი B6   – 2 მგ; ვიტამინი B9 – 200 მკგ; ვიტამინი B12    – 1.0 მკგ; ვიტამინი H – 150 მკგ; ვიტამინი C – 75 მგ; ვიტამინი E – 10 მგ; ვიტამინი K  – 30 მკგ; კალციუმი – 200 მგ; ფოსფორი – 125 მგ; მაგნიუმი – 100 მგ; კალიუმი  – 80 მგ; რკინა – 5 მგ; იოდი – 100 მკგ; თუთია – 5 მგ; სპილენძი – 1 მგ; მოლიბდენი – 80 მკგ; ქრომი – 60 მკგ; სელენი – 30 მკგ. ვიტამინი D3   – 5.0 მკგ (200 სე);

ჩვენება:

– მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა;
– გადაღლა და სტრესი;
– არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
– ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
– რეაბილიტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

უკუჩვენება:
ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული  მგრძნობელობა.

შეფუთვა:
30 ტაბლეტი ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შპს “ავერსი-რაციონალი” საქართველო. 

Facebook კომენტარები