საერთაშორისო დასახელება:

BICLOTYMOL

მწარმოებელი: LABORATOIRES DOMS ADRIAN, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ბიკლოტიმოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის:

ფლაკონში 30 გ.

1 ფლ.

ბიკლოტიმოლი ………………………..   750 მგ

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ……..   0.025 გ

სპირტი …………………………………….  1.06 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბიკლოტიმოლი წარმოადგენს ანტიმიკრობულ პრეპარატს. იგი ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკებისა და კორინებაქტერიების მიმართ, ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის აბსორბციის სიჩქარე პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან მაღალი არ არის, რაც განაპირობებს მის ხანგრძლივ ადგილობრივ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ აეროზოლის 2-ჯერ შესხურება 3-ჯერ დღეში.

ყოველი მოხმარების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ბავშვებში 2.5 წლის ასაკამდე (ლარინგოსპაზმის განვითარების რისკი).

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ბიკლოტიმოლის გამოყენება 10 დღეზე მეტ ხანს რეკომენდებული არ არის. შედარებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქცია.

◄ პრეპარატით ხანგრძლივი გამოყენება, ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებული არ არის.

◄ მკურნალობის პერიოდში ბაქტერიული ინფექციების სისტემური გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ანტიბიოტიკების დანიშვნა.

ჭარბი დოზირება:

ნაკლებად შესაძლებელია, პრეპარატის მცირე აბსორბციის გამო სისხლმიმოქცევის სისტემაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლის და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები