შემადგენლობა: Hexobendine + Etamivan + Etofylline

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰექსობენდინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას. იგი შეიცავს სამ სამკურნალო ნივთიერებას, რომელიც ერთმანეთის ურთიერთქმედებას უწყობენ ხელს. ჰექსობენდინი ხელს უწყობს თავის ტვინსა და გულში სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვასა და სისხლმიმოქცევას, აძლიერებს გულის მუშაობას და აფართოებს სასუნთქ გზებს.

ჩვენებები:

თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და ასაკობრივი ხასიათის დაავადებები, მისი სისხლით მომარაგების უკმარისობის ნარჩენი მოვლენები, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, თავის ტვინის ფუნქციონალური დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევა.

დოზირება:

თუ არ არსებობს სხვა დანიშნულება საჭიროა დოზირების მკაცრი დაცვა.

როგორც წესი იღებენ 1–2 ტაბლეტს დღეში 2–3 –ჯერ,დაუღეჭავად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, წყლის მცირე რაოდენობით მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლიობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 კვირას, კოფეინის დიდმა დოზებმა შეიძლება შეასუსტონ ჰექსობენდინის მოქმედება და ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ  ყავის და ჩაის მიღებას.

მდგომარეობის გაუარესების ან დაავადების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით ჰექსობენდინით მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, როდსაც დაავადების სიმპტომები სუსტდება ან ავადმყოფს აღარ აღენიშნება ჩივილები.

წინააღმდეგჩვენების არსებობისას ან გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატის დიდი დოზებით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია.

უკუჩვენებები:

ჰექსობენდინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

ძლიერი აგზნებადობისა და კრუნჩხვითი მდგომარეობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ნიშნები: ხანგრძლივი თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის დარღვევა).

ათეროსკლეროზით გამოწვეული საძილე არტერიის სტენოზის დროს საჭიროა სიფრთხილე.

ორსულობა და ლაქტაცია:

უსაფრთხოების მიზნით ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება ხდება ექიმის ინდივიდუალური დანიშნულების მიხევით.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს თვის ტკივილს, ტაქიკარდიას და სახის ჰიპერემიას. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა დოზის შემდგომი შემცირებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შესაძლებელია ჰექსობენდინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. მათ მიეკუთვნება : სუბსტანციები, რომლებიც აქვეითებენ თრომბოციტების აქტიურობას (მაგ; სალიცილის მჟავა და სხვა). ამ სუბსტანციის მოქმედება ძლიერდება ჰექსობენდინით.

Facebook კომენტარები