კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა–ადრენომიმეტური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰექსოპრენალი წარმოადგენს საშვილოსნოს კუნთების მომადუნებელ, β2 – ადრენომიმეტურ საშუალებას. ჰექსოპრენალის მოქმედებით მცირდება საშვილოსნოს შეკუმშვის სიხშრე და ინტენსიობა. პრეპარატი თრგუნავს სპონტანურ და ასევე ოქსიტოცინით გამოწვეულ სამშობიარო შეტევებს. ჰექსოპრენალის მოქმედებით უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ნაადრევი სამშობიარო აქტივის შეჩერება და ორსულობის გახანგრძლივება ნორმალურ ვადამდე. ჰექსოპრენალი თავისი  β2 – სელექტიური ეფექტით უმნიშვნელო მოქმედებას ხდენს, როგორც ორსულთა გულის მუშაობაზე, ასევე ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ჰექსოპრენალი შედგება ორი კატექოლამინური ჯგუფისგან, რომლებიც კატექოლამან –O- მეთილტრანსფერაზას საშუალებით ორგანიზმში განიცდიან მეთილირებას. ჰექსოპრენალინი ბიოლოგიურ აქტიობას კარგავს მხოლოდ ორივე კატექოლამინური ჯგუფის მეთილირების შემთხვევაში. ჰექსოპრენალის აღნიშნული თვისება და ზედაპირზე ადჰეზიის მაღალი უნარი განაპირობებს მის ხანგრძლივ მოქმედებას.

ჩვენებები:

ტოკოლიზური მოქმედებისათვის: მშობიარობის დროს სამშობიარო შეტევების შეკავება, საშვილოსნოსშიდა ასფიქსია, საკეისრო კვეთის წინ საშვილოსნოს იმობილიზაცია, ნაყოფის გარდიგარდმო მდგომარეობიდან შემობრუნების წინ, ჭიპლარის პროლაფსის შემთხვევაში, სამშობიარო შეტევების გართულებისას; აგრეთვე ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში, ორსულის საავადმყოფოში გადაყვანის წინ ექსტრემალური საშულების სახით.

ტოკოლიზი: ნაადრევი სამშობიარო შტევების შეკავება საშვილოსნოს გახსნილი ყელის დროს.

ხანგრძლივი ტოკოლიზის მიზნით: საშვილოსნოს გაუხსნელი ყელის მდგომარეობაში დაწყებული გაძლიერებული და გახშირებული სამშობიარო შეტევების დროს ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკისათვის. საშვილოსნოს იმობილიზეციისათვის ოპერაციამდე, მისი მსვლელობის დროს და მის შემდეგ.

დოზირების რეჟიმი:

დოზირება:

მწვავე ტოკოლიზის მიზნით:

ინტრავენურად ნელა შეჰყავთ 10მლ ნატრიუმის ქლორიდში ან 5% გლუკოზაში გახსნილი 10მკგ ჰექსოპრენალინი 10–15წთ–ის განმავლობაში. აუცლებლობის შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა გრძელდება 0,3მკგ/წთ ინტრავენური ინფუზიით.

ინტენსიური ტოკოლიზის მიზნით:

თავდაპირველად ნელა შეჰყავთ ინტრავენურად 10მკგ ჰექსოპრენალინი, ხოლო შემდგომში აგრძელებენ მის შეყვანას ინტრავენური ინფუზიით 0,3 მკგ/წთ სიჩქარით. შეიძლება პრეპარატის 0,3 მკგ/წთ სიჩქარით შეყვანა წინასწარი ინტრავენური ინექციის გარეშე.

ინტრავენურად წვეთოვანი სახით შეყვანა (2–წვ=1მლ): საინფუზიო კონცენტრატი იხსნება 500მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში.

დოზირების გამოთვლა:

ამპულების რაოდენობა              ინტრავენური შყვანის სიჩქარე

1 (25მკგ)                                              120 წვ/წთ–ში

2 (50მკგ)                                                 60 წვ/წთ–ში

3 (75მკგ)                                                 40 წვ/წთ–ში

4 (100მკგ)                                               30 წვ/წთ–ში

სადღეღამისო დოზის 430მკგ–ს გადაჭარბება ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

ხანგრძლივი ტოკოლიზი:

რეკომენდებული დოზა – 0,075 მკგ/წთ საინფუზიო კონცენტრატი იხსნება 500მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში.

თუ 48 სთ–ში არ აქვს ადგილი სამშობიარო შტევების განახლებას, მკურნალობის გაგრძლება შეიძლება 500მკგ–იანი ტაბლეტებით. მითითებული დოზირების გამოყენება შეიძლება ორიენტირის სახით, ტოკოლიზის დროს მისი რეგულირება წარმოებს ინდივიდუალურად.

ჰექსოპრენალის მიღებისას საჭიროა დედის პულსის, არტერიული წნევის და ნაყოფის გულისცემის კონტროლი. რეკომენდებულია ეკგ–ს რეგისტრირება მკურნალობამდე და მის პროცესში. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სიმპათომიმეტური საშუალებებისადმი ჰექსოპრენალი ენიშნებათ მცირე დოზებით, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. დედის გულისცემის სიხშირი მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში (წთ–ში 130 დარტყმაზე მეტი) და/ან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას საჭიროა დოზის შემცირება; სუნთქვის განელების, გულის არეში ტკივილის შგრძნებისას და გულის უკმარისობის ნიშნების მანიფესტირების დროს ჰექსოპრენალის მიღება უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებში საჭიროა ნახშირწყლოვანი ცვლის მონიტორინგი, ვინაიდან ჰექსოპრენალის მიღების საწყის სტადიაში მოსალოდნელია სისხლში შაქრის დონის გაზრდა. თუ მშობიარობა უშუალოდ ჰექსოპრენალის გამოყენებას მოყვება, გასათვალისწინებელია ახალშობილში ჰიპერგლიკემიისა და აციდოზის განვითარების შესაძლებლობა, ვინაიდან ამ დროს ადგილი აქვს ნივთიერებათა ცვლის მჟავე პროდუქტების ტრანსპლანტაციურ შეღწევას. ცალკეულ შემთხვევაში ჰექსოპრენალის ინფუზიის დროს კორტიკოსტეროიდების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების შეშუება, რის გამოც ინფუზიური თერაპიის ჩატარებისას აუცილებელია პაციენტი იმყოფებოდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანმხლები დაავადების მქონე პაციენტების კომბინირებული მკურნალობისას კორტიკოსტეროიდებით, რაც სითხის შეკავებას უწყობს ხელს (თირკმლის დაავადებები). ფილტვების შეშუპების განვითარების საშიშროება შესაძლებლობის მიხედვით მოითხოვს ინფუზიის მოცულობის შეზღუდვას. ამ დროს გამხსნელად უნდა გამოვიყენოთ ხსნარები, რომლებიც არ შეიცავენ ელექტროლიტებს.

უნდა შეიზღუდოს საკვებთან ერთად მარილის მიღება.

ტოკოლიზიური თერაპიის წინ აუცილებელია კალიუმის პრეპარატების მიღება, ვინაიდან ჰიპოკალიემიის დროს ძლიერდება სიმპატომიმეტური საშუალებების მოქმედება მიოკარდზე. ზოგიერთი სანარკოზე (ჰალპტანი) და სიმპათომიმეტური საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა. ნარკოზისათვის ჰალოტანის გამოყენების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ჰექსოპრენალინის მიღება. ტოკოლიზური საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პლაცენტა არ არის მოცილებული. ტოკოლიზური თერაპიის ფონზე შეიძლება შეინიღბოს პლაცენტის ნაადრევი მოცილების ნიშნები.

სანაყოფე ბუშტის დაზიანებისა და საშვილოსნოს ყელის 2–3 სმ–მდე გახსნის შემთხვევაში ტოკოლიზური თერაპია ნაკლებ ეფექტურია.

გვერდითი მოვლენები:

ჰექსოპრენალის მიღება კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. მისი გამოყენებისას გვერდითი ეფექტებიდან შესაძლებელია განვითარდეს: თავის ტკივილი, ტრემორი, ოფლიანობა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, უფრო იშვიათდ – გულისრევა და პირღებინება.

ბრონქული ასთმითა და სულფატებისადმი მგრძნობიარე პაციენტებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომელთა შესაძლოა სიმპტომებია: დიარეა, გაძნელებული სუნთქვა, ცნობიერბის დაბინდვა ან დაკარგვა, ბრონქოსპაზმი ან ანაფილაქსიური შოკი. შესაძლებელია დედის გულისცემის უმნიშვნელო გახშირება. ამ დროს ნაყოფის გულისცემის სიხშირე უცვლელი რჩება ან სუსტად იცვლება, ამასთანავე, შესაძლებელია არტერიული წნევის, განსაკუთრებით დიასტოლურის დაქვეითება, იშვიათად აღინიშნება პარკუჭოვანის ექსტრასისტოლიები და გულის არეში ტკივილი. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ყველა ეს სიმტომები სწრაფად ქრება.

პრეპარატის გლიკოგენოლიზური მოქმედება ვლინდება შაქრის შემცველობის ზრდით სისხლში, რომელიც უფრო გამოხატულია შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში.

დიურეზი მცირდება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. მკურნალობის პირველ დღეებში სისხლის შრატში მცირდება კალიუმის რაოდენობა, ხოლო მკურნალობის შემდგომ პროცესში ხდება მისი ნორმალიზება. სისხლის შრატში შესაძლებელია ტრანსამინაზების აქტიობის დროებითი მომატება, ნაწლავების პერისტალტიკის შესუსტება, იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ნაწლავების ატონიას, რის გამოც ტოკოლიზური თერაპიის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს კუჭის მოქმედების რეგულაციას.

პრეპარატის დოზის გადაჭარბება:

ჰექსოპრენალის დოზის გადაჭარბება განისაზღვრება: დედის გულისცემის სიხშირის განსაკუთრებული ზრდით, ტრემორით, თავის ტკივილით და ოფლიანობის განვითარებით. როგორც წესი პრეპარატის დოზის შემცირებისას ყველა ეს მოვლენა ქრება. პრეპარატი დოზის გადაჭარბების მძიმე სიმპტომების მოხსნა წარმოებს ჰექსოპრენალინის ანტაგონისტებით – არასელექტიური ბეტა–ადრენომაბლოკირებელი პრეპარატებით, რომლების იწვევენ ჰექსოპრენალინის მოქმედების სრულ ნიველირებას.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა (განსაკუთრებით ბრონქული ასთმით დაავადებული და სულფატებისადმი მგრძნობიარე პაციენტები);

ჰიპერთირეოზი:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას, განსაკუთრებით ტაქიკადიით მიმდინარე გულის რითმის დარღვევა, მიოკარდიტი, მიტრალური სარქვლის მანკი დ აორტის სტენოზი;

ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები;

დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

საშვილოსნოშიდა ინფექციები;

ლაქტაციის პერიოდი:

გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არასელექტიური βადრენობლოკატორები ასუსტებენ ან ხსნიან ჰექსოპრენალინის ეფექტს.

მეთილქსანტინები (მაგ;თეოფილინი) აძლიერებენ ჰექსოპრენალინის მოქმედებას.

ჰექსოპრენალინის მოქმედებით მცირდება ღვიძლში გლუკოკორტიკოიდების მიღებით განპირობებული გლიკოგენის დაგროვების ინტენსიობა. ჰექსოპრენალინი ამცირებს ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს. საჭიროა თავის შეკავება ჰექსოპრენალინისა და სხვა სიმპათომიმეტური საშუალებები (სისხლმომქცევის მარეგულირებელი და ასთმის საწინააღმდეგო საშუალებები) ერთდროული მიღებისაგან, ვინაიდან შესაძლებელია გულზე მასტიმულირებელი ზემოქმედების გაძლიერება და დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარება. ჰექსოპრენალინის მიღება ჭვავის რქის ალაკალოიდებთან, ვიტამის D–თან, კალციუმის შემცველ პრეპარატებთან, დიჰიდროტაქსისტერინთან ან მინერალოკორტიკოიდებთან რეკომენდებული არ არის. სულფატი მაღალაქტიური კომპონენტია, რის გამოც საჭიროა თავის შეკავება ჰექსოპრენალინის სხვა ხსნარებთან შერევისაგან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარისა და 5% გლუკოზის ხსნარის გარდა.

Facebook კომენტარები