ზოგადი დახასიათება :

ძირითადი ფიზიკო – ქიმიური თვისებები:   თეთრი ფერის ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები გამჭვირვალე ოდნავ შესამჩნევი ჩანართებით, ნაჭდევით.

შემადგენლობა :

1 ტაბლეტი შეიცავს 1.5 გ ჰიდროპერიტს;

წყალბადის ზეჟანგის შემცველობაა დაახლოებით 35%;

გამოშვების ფორმა :

გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებელი ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებები. წყალბადის ზეჟანგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა . გარეგანი გამოყენების დამჟანგველების ჯგუფში შემავალი ანტისეპტიკური საშუალება . პრეპარატის ხსნარის კონტაქტისას დაზიანებულ კანთან და ლორწოვან გარსებთან წყალბადის ზეჟანგი უჯრედული ფერმენტების ( პეროქსიდაზა , კატალაზა ) მოქმედებით იშლება თავისუფალი ჟანგბადის გამოთავისუფლებით , რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული , დეზოდორანტის , დეპიგმენტაციური თვისებები . პრეპარატის გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების რაოდენობის მხოლოდ დროებითი კლება , ამიტომაც მისი გამოყენება სტერილიზაციისათვის მიზანშეწონილი არ არის .

ჰიდროპერიტი ასრულებს ასევე სისხლდენის ადგილობრივად შემაჩერებელ , მაღალი კონცენტრაციისას კი – მოწვის ფუნქციებს ; აქვს ზომიერი კერატოლიზური მოქმედებაც .

ფარმაკოკინეტიკა არ გამოკვლეულა.პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიწოვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

ჩვენება:

  • გამორეცხვისა და გამოვლებისათვის სტომატიტების, გინგივიტების, ანგინების, გინეკოლოგიური დაავადებების დროს;
  • ანაერობული მიკროფლორით ინფიცირებული ჭრილობების გამოსარეცხად; როგორც ჰემოსტატიკური საშუალება – სისხლმდენი ჭრილობების და კაპილარული სისხლდენების (მთ შორის ცხვირიდან ) დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზები :

ჭრილობების გამოსარეცხად ჰიდროპერიტის 2 ტაბლეტი იხსნება 100 მლ ანადუღარ წყალში, რაც შეესაბამება დაახლოებით წყალბადის ზეჟანგის 1%- იან ხსნარს . პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად 1 ტაბლეტი იხსნება 1 ჭიქა (200 მლ ) ანადუღარ წყალში, რაც შეესაბამება დაახლოებით წყალბადის ზეჟანგის 0.25%- იან ხსნარს.

გამოყენებულ უნდა იქნას ახლადმომზადებული ხსნარი.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია წვის შეგრძნება ჭრილობის დამუშავების დროს ; ზოგ შემთხვევაში კანის ალერგიული რეაქცია .

პირის ღრუს გამოსავლებად ჰიდროპერიტის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ენის დვრილების ჰიპერტროფია.

უკუჩვენება:

* წყალბადის ზეჟანგის მიმართ მომატებული მგრძნობელობა .

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები : მაღალი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგის (20-40% ხსნარი , მისი მომზადებისას დაშვებული შეცდომის გამო ) კანზე მოხვედრისას   – კანის გათეთრება , დამწვრობა ბუშტუკების წარმოქმნით . აუცილებელია დამწვრობის ადგილის ჩამობანა ცივი წყლით . შიგნით მიღებისას – კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დამწვრობა . მკურნალობა სიმპტომატიურია .

გამოყენების თავისებურებები :

არ შეიძლება ჰიდროპერიტის ხსნარის შეყვანა ღრმა ჭრილობებში და ღრუებში. უნდა მოვერიდოთ ხსნარის მოხვედრას კუჭ – ნაწლავის ტრაქტსა და თვალებში.

პრეპარატის წყალხსნარი არასტაბილურია ტუტე გარემოში , მეტალების მარილების და ზოგიერთი ოქსიდანტების არსებობისას, ასევე სინათლეზე და სითბოში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან :

ტუტეებთან , დამჟანგველ და აღმდგენ საშუალებებთან კონტაქტისას პრეპარატის ხსნარის აქტივობა ქვეითდება . რამდენადმე ზრდის კანზე წასასმელი სამკურნალო საშუალებების რეზორბციას .

შენახვის პირობები და ვადები : ინახება სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20 ˚C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის პირობები : რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა : ტაბლეტი №6 კონტურულ უჯრედოვან ან არაუჯრედოვან შეფუთვაში ; №8 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში .

მწარმოებელი : ” ლუგანსკის ქიმიკო – ფარმაცევტული ქარხანა “.

უკრაინა.

Facebook კომენტარები