კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური პრეპარატი.

ფარმაკოლოლგიური თვისებები:

ჰიდროტალციდი წარმოადგენს მესამე თაობის ანტაციდურ, ბადისებრ–ფენოვანი სტრუქტურის პრეპარატს, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით ალუმინს და სხვა ლითონებს. პრეპარტს გააჩნია გასტროპროტექტული მოქმედება. პეფსინთან და მარილმჟავასთან ხანგრძლივი ურთიერთქმედების მეშვეობით იგი იცავს კუჭის ლორწოვან გარსს. პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ანტაციდური პრეპარატები ტრადოციულად გამოიყენება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, აგრეთვე იმ მდგომარეობის დროს, რომელთა თანხმლებია მომატებული მჟავიანობა.

ჩვენებები:

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთება (გასტრიტი, დუოდენიტი);

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

* კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია არასწორ კვებასთან და იმ პრეპარატების მიღებასთან და იმ პრეპარატების მიღებასთან, რომლებსაც გააჩნიათ ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი მოქმედება.

* რეფლუქს–ეზოფაგიტი;

* კუჭის არეში წვის შეგრძნება, ბოყონი, კუჭის გადატვირთვის შეგრძნება.

დოზირება:

მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 1–2 ტაბლეტის ოდენობით ჭამიდან 1–2 სთ–ის შემდეგ, უშუალოდ ძილის წინ. ბავშვებში პრეპარატი მიიღება მოზრდილების ნახევარი დოზის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დიარეა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პეიოდში პრეპარატის მიღების დროს არასასურველი ეფექტები გამოვლენილი არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება:

ჰიდროტალციდის მიღებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ჰიდროტალციდის ერთდროული მიღება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან და ფტორქინოლონების წარმოებულებთან (ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი) არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ისინი ხელს უშლიან პრეპარატის შეწოვას.

რკინის შემცველი საშულებების, დიგოქსინის, ციმეტიდინის, აგრეთვე კუმარინების წარმოებული პრეპარატების მიღება შესაძლებელია ჰიდროტალციდის მიღებამდე 1–2 სთ–ით ადრე ან მოგვიანებით.

Facebook კომენტარები