მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რესპირატორული ტრაქტის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 ან 100 მლ.
100 მლ
Tartarus stibiatus D4 …………….. | 10 მლ |
Hepatica triloba D3 ………………. | 10 მლ |
Belladona D4 ……………………… | 10 მლ |
Natrium sulfuricum D4 …………… | 10 მლ |
Arsenicum jodatum D6 ………….. | 10 მლ |
quenbracho D5 ……………………. | 10 მლ |
Naphatalinum D6 …………………. | 5 მლ |
Betonica D2 ……………………….. | 5 მლ |
Anisum stallatum D3 …………….. | 5 მლ |
Lobelia inflata D4 ………………… | 5 მლ |
Ipecacuanha D4 ………………….. | 5 მლ |
Blatta orientalis D6 ………………. | 5 მლ |
Medorrhinum D8 ………………….. | 5 მლ |
Ephedra vulgaris D3 ……………… | 5 მლ |
Spiritus 35 vol%
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იგი ხელს უწყობს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას ვირუსული ანთების დროს.
ჩვენებები:
- ბრონქიტი განსაკუთრებით ასთმური ხასიათის;
- ბრონქული ასთმა, გახანგრძლივებული ხველა;
- ლარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ხველა სკროფულოზურ ბავშვებში;
- ყივანახველას სხვადასხვა ფორმები;
- როგორც დამხმარე საშუალება პნევმონიით, ტუბერკულოზით და პლევრიტით გამოწვეული ხველის, კუჭის, ნაწლავების, შარდ-სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ანთებისას.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში;
მწვავე მდგომარეობისას 10 წვეთი ყოველ 15 წთ-ში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით გადახურებისგან! ფლაკონი უნდა დაიხუროს გამოყენებისთანავე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.